Friday, July 15, 2016



უბრალოდ, რას ვერ ვიგებ იცი? რატომ უჩნდებათ ადამიანებს აგრესიის სურვილი. არა, ღრუბლებში არ დავფრინავ და ყველას არც მე ვეფერები, მაგრამ საიდანღაც მოსული აგრესიების არ მესმის. ძალიან მინდა ქუჩაში რომ გავივლი გაღიმებული, სხვასაც გაეღიმოს და წარბშეკრულმა არ შემომხედოს, სახეზე რომ აწერია – “რა აცინებს!”.

ბევრი ღიმილი მინდა და ბევრი სითბო. 


გავერთნაირდით.

გვინდა ორიგინალურები და სხვებისგან განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ ერთნაირები ვხდებით (ვ-ერთნაირდებით).

თმას მოკლედ ვიჭრით ან წითლად ვიღებავთ; კედებს ვიცმევთ ან ტიმბელენდებს; როკს ვუსმენთ ან ჯაზს; რუსული მუსიკა “გვეზიზღება”, მარა ტექსტი ზეპირად ვიცით; ვეწევით და ვსვამთ; ვკითხულობთ ყველასთვის და არა საკუთარი თავისთვის; ინგლისურად უფრო მეტს და კარგად ვლაპარაკობთ, ვიდრე ქართულად; ვგიჟდებით ხელოვნებაზე და ფოტოგრაფიაზე ხომ თავისთავად; გვაქვს ბლოგები და ათასზე მეტი მეგობარი facebook-ში…

ორიგინალურობა გვინდა და ვერთნაირდებით, ისე, რომ ვერც ვხვდებით.

ბითლზი მოგვწონს და პინკ ფლოიდი, კოელიო და მარკესი.

გავერთნაირდით.

არ ვუყურებთ სერიალებს (მოდაში აღარაა), მარა ყველა გმირის სახელი ვიცით;

არ ვაღიარებთ არაფერ რუსულს, იმიტომ, რომ რუსულია.

ათეისტები ვართ ან ფანატიკოსები.

ღმერთი არ გვწამს, იმიტომ რომ ეს “ახალი” და ორიგინალურია, ასე ყურადღებას ვიქცევთ.

ან გვწამს ფანატიკურად. სინამდვილეში კი ყველაფრის გვწამს, გარდა ღმერთისა. ფანატიკოსები ვართ და საღად აზროვნების უნარი დავკარგეთ. დედამიწაზე გავაღმერთეთ ადამიანები, ხელშეუხებლები გავხადეთ.

არ გვიჩნდება კითხვა, როცა მღვდელს 40 ლარს ვუხდით იმისთვის, რომ ციხეში მყოფი ჩვენი ახლობლის აღსარება ჩაიბაროს, სამაგიეროდ ვაპროტესტებთ ღვედების აუცილებლობის დაკანონებას და მანდატურებს სკოლაში.

ვსაუბრობთ ჩვენს განუსაზღვრელ უფლებებზე და იმაზე, თუ როგორ უსინდისოდ არღვევენ მათ, ამ დროს გეი-პარადის საწინააღმდეგო აქციებს ვმართავთ და ჩაქოლვით ვიმუქრებით, ვკრძალავთ ფილმებს და წიგნებს, რომელთა შინაარსი ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომ სხვაც არ უნდა გაეცნოს.

შეგვიძლია საკუთარი აზრის გამოთქმისთვის მოვიძულოთ ადამიანები და მათი ხსენება გვეზიზღებოდეს, სახელის გაგონებისას ხელებს ვასავსავებდეთ.

ძალიან თავისუფლები ვართ ჩვენ რომ გვკითხოს ვინმემ. ამ დროს დოგმებში ვიხრჩობით. ან ერთი კატეგორიული მხარე ვართ, ან მეორე.

არ მინდა ვიყო ათეისტი, მწამს ღმერთის. მაგრამ პატრიარქი არაა ჩემი ღმერთი, რა ვქნა. განა ვაკნინებ? – არა, უბრალოდ ღმერთად არ მიმაჩნია, ადამიანია.

არ მგონია, რომ ვინმე ხელშეუხებელია და არ შემიძლია მასზე საუბარი, როცა ვთვლი, რომ მატყუებს.

ჯაზის ბევრი არაფერი გამეგება და არც მინდა მხოლოდ იმიტომ გავიგო, რომ ყველამ იცის.

არ მიყვარს კოელიო და არც მარკესი, დუმბაძე მირჩევნია. მერის და ზურიკელას გრძნობები ხანდახან რომეოს და ჯულიეტას გრძნობებზე ლამაზიც მეჩვენება, მერე რა?

დიახ, ვთვლი, რომ განსხვავებულებსაც აქვთ არსებობის უფლება, სარწმუნოებით მანიპულირება უსინდისობად მიმაჩნია.

მე არ წავიკითხავ დეისაძეს. არა იმიტომ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უნდა ასე, არამედ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს და კიდევ იმიტომ, რომ ფოლკნერი, ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჰემინგუეი და სხვები მელოდებიან.

დიახ, მე არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, სანამ შენ მეტყვი, რომ გეების “მხარდაჭერა” არაეკლესიურია, რომ დეისაძე არ უნდა წავიკითხო, რომ “კაი რააა, ღმერთი არ არსებობს”, რომ რუსული ყველაფერი “ბანძია”, რომ ადამიანი მოსაკლავად შეიძლება გაიმეტო თუ პატრიარქი ახსენა, რომ “ფუუუ, ეს პაპსაა”, რომ არ შეიძლება არ მომწონდეს კოელიო… დიახ, მე მაქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლება, გაბედე და შემიზღუდე
!..


მივხვდი რომ არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს… არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება…რომ მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია…ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა…მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით…შური და ბოღმა ბრაზილიურ სერიალებში არ მოუგონიათ და რეალურადაც არსებობს…არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან…პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი დათმობა მაინც ღირს…ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია…საყვარელ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება…დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას ვერასდროს შევეგუები…ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას…ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში… რამდენიმე წელიწადში ბევრი რამე ვისწავლე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი… ეს ”მიხვედრილობები” კი დროა პრაქტიკულადაც გამოვიყენო…


შენ გიხარია, რომ თანდათან ემსგავსები იმათ, რომელთანაირიც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.

დაღლილი ბრუნდები სახლში და თვალს ავლებ განვლილ დღეს, ყველამ ნახა შენი 
ახალი ჩანთა, განსხვავებული მაკიაჟიც შეგიფასეს, ბოლო თაობის მობილურით აღფრთოვანდნენ, შენც ხომ ეს გინდოდა? ამას არ ელტვოდი? მაგრამ არ გრძნობ სიხარულს, ეს ემოციები მეტისმეტად ზედაპირულია, მაგრამ ტვინში გამჯდარი სტერეოტიპები კვლავ გიშლიან ხელს თავისუფლად ცხოვრებაში.

!! გაიხადე ეგ საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულში ხელს გიშლის, მოიშორე მოჭერილი ტანსაცმელი და წადი, ირბინე შემოდგომით სავსე ქუჩებში, იყვირე, აიღე
ძირს დაყრილი ფოთლები და აისროლე ჰაერში, უთხარი შენ ვითომ მეგობარ ,,ძერსკ გოგჩოებსრომ გეზიზღება მათი ყალბი ცხოვრება, მლიქვნელობა, გაუთავაბელი
ლაპარაკი ტანსაცმელზე და ბიჭებზე. უთხარი ლექტორს, რომ არასდროს ისწავლი იმ სისულელეს, რითაც ის ცდილობს, რომ თავი გამოგიტენოს და პროგრესულად 
აზროვნების უნარი ჩაგიკლას.

იცი, რა ლამაზია წვიმიანი ქალაქი? გადი, დასველდი წვიმაში! ან ქარიანი როგორია?
გადი, გაიშალე თმა და მიეცი საშუალება ქარს დაუაროს მის თოთოეულ ღერს.

დაამსხვრიე სტერეოპტიპები, ერთი ხელის მოსმით მოიშორე ისინი თავიდან. ნამდვილი ცხობრება ტანსაცმელი და სხვების დასანახად პაემნებზე სიარული არ არის, ცხოვრება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, ღრმა და ლამაზია, ვიდრე შენ გგონია.

მთავარია, შეძლო სტერეოტიპების დამსხვრევა, მთავარია, იყო ის, რაც ხარ და არა ხელოვნურად შეთითხნილი თოჯინა, ყველაფერი კარგად იქნება!



ის შეგრძნება, სახლში რომ მიგეჩქარება წიგნის კითხვის გამო, აუცილებელი საქმე რომ გაქვს და თითოეული წაკითხული აბზაცი ძვირფასია, საქმეზე წასული კიდევ წიგნის სიუჟეტზე რომ ფიქრობ და ერთი სული გაქვს როდის მიხვალ სახლშიაივანზე ან ფანჯარასთან რომ კითხულობ, უკვე ბნელდება, არადა შუქის ჩართვა საშინლად გეზარება, ეს დრო საუკუნედ გეჩვენება და გგონია რაღაც გამოგრჩება ახლა რომ ადგე და ჩართო ეს შუქინორმალურად რომ ვეღარ არჩევ რა წერია, მაგრამ მაინც კითხულობ



ძნელია, როცა ისეთი ადამიანები მიდიან შენგან, რომლებსაც ძალიან, აი ძალიან დიდი ფართობი ეჭირათ შენს ცხოვრებაში. მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მიდიან, გვტოვებენ, ვერ ვეკონტაქტებით, რაღაც გვემართება

მერე ვიწყებთ ფიქრს, ტვინის ჭყლეტას, დაუკმაყოფილებლობისა და უკმარისობის შეგრძნება გვკლავს


ბოლოს ვიწყებთ სავარაუდო სცენარების შეთხზვას, ყველანაირი ვარიანტის აი უკვე მემილიონედ განხილვას, ბოლოს ამის
 გამო უძილობა გვეწყება, ყველაფერი გვძაგს

მაგრამ
 ერთ დილასაც ჩვეულებრივად იღვიძებ და ვერც ამჩნევ, ისე გავიწყდება ეს ადამიანები, უბრალოდ წყვეტ მათზე ფიქრს, აგრძელებ ცხოვრებას, მათ ადგილს კი სხვები იკავებენ.

ჰოდა
 ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ამ ადამიანებს უკანაც უნდათ დაბრუნება, ყველაფერი ძველებურად ენატრებათ, შენ კი აღარ გაქვს მათთვის ადგილი. იმდენად აღარ გაქვს, რომ ძალიან, ძალიან ნაცნობი ადამიანი უცხო ხდება შენთვის. დაახლოებით ისეთი ამბავია, ფეხსაცმელი რომ გიჭერს და კიდევ წინდის ჩაცმას გთხოვენ. არ გინდა, აღარ გინდა ამ წინდის ჩაცმა და ეგაა

ყველაზე
 სასაცილო კი ბოლოს იმის გააზრებაა, რომ სულ არ ყოფილა ეს ყველაფერი ძნელი.