Thursday, April 11, 2013


როგორ
მოვიპოვოთ სიმშვიდე
განვიტვირთოთ მწუხარებისაგან
მივაღწიოთ ოჯახურ ბედნიერებას


ამერიკელი მეცნიერის, ადამიანურ ურთიერთობათა სპეციალისტის
დიელ კარგენის ცნებების მიხედვით 





ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემა სამყაროსავით ძველია. იგი მუდამ აღელვებდა სწავლულებსა და მოაზროვნეებს. მიზანი კი ერთი იყო : დახმარებოდა პიროვნებას საკუთარი ადგილის პოვნაში, გაეხადა ის ბედნიერი. ვინ არ ისწრაფვის იქითკენ, რომ უკეთ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, განიცადოს სიახრული შრომაში, მაგრამ ამისათვის მზა რეცეპტების მოძებნა ძანლზე ჭირს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი ინტერესები გვაქვს. როგორ შევუთავსოთ ისინი საზოგადაებრივ ინტერესებს ? როგორ მივაღწიოთ, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები. დავიმსახუროთ გარშემომყოფთა სიმპათია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევქმნათ ოჯახური სიმყუდროვე ? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებზე , რომლებიც ყოველდღიურად წამოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში სპეციალისტის, ამერიკელი დეილ პარგენის ცნებებშია.




ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები

განათლების უდიდესი მიზანი ესაა არა ცოდნა, არამედ მოქმედება. (სპენსერი)


რამდენი ახლობელი გყავთ, რომლებიც გინდათ უფრო უკეთესნი, სრულყოფილნი იყვნენ. შესანიშნავია, მაგრამ რატომ ა რუნდა დავიწყოთ საკუთარი თAვიდან ? დიდი ჩინელი მოაზროვნე კონფუსი ამბობს: თუ აკრიტიკებთ სხვას იმის გამო, რომ მისი სახლის სახურავზე თოვლი ძევს, თუ თქვენი საკუთარი ზღურბლი ჯერ კიდევ არ გაგიწმენდიათ. იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთს განსაჯოთ ადამიანები, ეცადეთ გაუგოთ მათ, რატომ იქცევიანი ისინი ასე და არა სხვაგვარად. სწორედ ეს აღვივებს ადამიანში თანაგრძნობას, მოთმენასა და კეთილმოსურნეობას. ყველაფერი გაუგო- ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი აპატიო ! 



ადამიანებთან მოქცევის ხელოვნების დიდი საიდუმლო :


ყოველი ადამიანის მისწაფებაა იყოს მნიშვნელოვანი პიროვნება. დავიმახსოროთ ეს გამოთქმა. ამით განვსხვავდებით ჩვენ ცხოველებისაგან. ეს თვისება რომ არ ჰქონოდათ ჩვენს წინაპრებს, ცივილისაციაც არ იქნებოდა. მაგალითად, სწორედ ეს მისწრაფება ასულდგმულებდა დიკენსს უკვდავი რომანების დაწერისას, ამავე გრძნობამ '' აიძულა'' როკფელერი დაეგროვენია მილიონები. ამიტომაც სურდა ჯორჯ ვაშინგტონს მისთვის ეწოდებინათ : თქვენო ბრწყინვალებავ შეერთებული შტატების პრეზიდენტო - და ასე შემდეგ.
ამ მნიშვნელოვნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოვწონდეთ სხვებს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას ? ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამოდენიმე წესს, რომლებიც ''ძვირი არ ღირს'' , მაგრამ ამასთანავე, ფასდაუდებელია.



ექვსი წესი, რომელთა მეოხებით თქვენ ადამიანებს მოეწონებით


1. მოიქეცით ასე დ აყველგან სიხარულით მიგიღებენ 


თუ თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ იყოთ შესანიშნავი ადამიანი, თავი მოაწონოთ სხვებს და მოახდინოთ მათზე შთაბეჭდილება, ჭინასწარ გარწმუნებთ: ნამდვილი მეგობრები არასდროს გეყოლებათ, კაცი, რომელიც თავის თანამოძმეთა ბედით არ ინტერესდება, განწირულია მარტოობისათვის, განიცდის უდიდეს სიძნელეებს და მხოლოდ წარუმატებლობა ელის.
გინდათ მეგობრები გყავდეთ ? ყოველნაირად ეცადეთ, რაღაც გააკეთოთ ამისათვის, რაღაც ისეთი, რაც მოითხოვს დროს, ენერგიას, მზრუნველობას. მაშ, ასე, თუ გინდათ სხვებს მოეწონოთ დაიცავით ეს წესი : დაინტერესდით თQვენს გარშემო მყოფთა ბედით



2. კარგი შთაბეჭდილებების მოხდენის უბრალო საშუალება 


ერთ-ერთი საშუალება სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენისა.. თქვენივე ღიმილია. ხშირაად გაიღიმეთ, სხვებს სიამოვნებთ, როცა მომღიმარს გხედავენ და იშვიათად გაიფიქრებენ ცუდს. მუდამ ჩაფიქრებული, შეწუხებული ადამიანის მწერა კი უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. გარწმუნებთ, თუ თქვენ შემხვედრ პიროვნებას ყოველთვის უღიმით, ის თქვენზე ცუდს არ ტყვის. თქვენთვის ეს არაფერია, სხვას კი რაღაცით ამდიდრებს, მის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. იცოდეთ არავინაა ისეთი მდიდარი, რომ ჭიმილი არ სჭირდებოდეს. ღიმილი კეთილსასურველ განწყობას ბადებს საქმიან ურთიერთობაში, ასრულებს პაროლის როლს მეგობრებს შორის.
გაიღიმეთ ! 



3. თუ ასე არ აკეთებთ, უსიამოვნებანი გელით


ადამიანი თავისდაუნებურად ეფერება და ელოლიავენა საკუთAრ სახელს. ფრანკლინ რუზველტი ურალო, მაგრამ მეტად მოქმედ საშუალებად თვიდა დაემახსოვრებინა გარშემომყოფთა სახელები. როცა ვინმეს სახელით მივმართავთ, მის ღირსებას ვუსვამთ ხაზს. დავიმახსოვროთ ადამიანის სახლი, ეს ყველაზ ეტკბილი სიტყვაა მისი სმენისათვის. 



4. როგორ გავხდეთ კარგი მოსაუბრე


სად იმალება საქმიანი საუბრის წარმატების საიდუმლო ? მოსაუბრისადმი ყურადღებაში. ეს მეტად საჭირო ფაქტორია. არაფერი ისე არ მოქმედებს მოსაუბრეზე, როგორც თქვენი ყურადღება. არასოდეს არავის არ უსმენთ ? მხოლოდ ლაპარაკობთ ? უკვი ვიცი : თქვენ გაგირბიან ადამიანები, თQვენზე ცუდს ამბობენ, მეტსაც გეტყვით : სძულხართ კიდეს.
საინტესესო რომ გადეთ, დაინტერესებული უნდ აიყოთ. მოსაუბრეს მიეცი შეკითხვა, რომლზეც მას პასუხის გაცემა სიამოვნებს. დააჯილდოვეთ სხვები, ილაპარაკონ საკუთარ თავზე. იყავით კარგი მსმენელი. 



5. როგორ დავაინტერესოთ ხალხი 

როცა მურველტი მნახველებს ელოდა, იგი გვიან ღამემდე იჯდ ადა სწავლობდა მასალებს, რომლებიც, მისი აზრით, დააინტერესებდა სტუმრებს. მან იცოდა : შეუმცდარი გზა მოსაუბრის გულისანეკ ესაა იამზე ლაპარაკი , რაც მას აინტერესებს. 



6. როგორ დავიპყროთ მოსაუბრის გული

ისესო ქრისტენ იუდეის ქვიან ბორცვებზე წარმოთქმული სიტყვა ასე დაამთავრა : ადამიანები სწორად ისე მოგექცევიან, როგორც შენ მათ ექცევიო.
ღირსების გრძნობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. იგი თითოეულ პიროვნებაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნუ გაიკვირვებთ: ვინც არ უნდა იყოთ თქვენ და ვინც არ უნდა იყოს თქვენი მოსაუბრე, იგი საკუთარ თავს რაღაცით თქვეზე მაღლა აყენებს. და თუ გინდათ მისი კეთილგანწყოვა ჰპოვოთ, აგრძნობინეთ უპირატესობა. ამგვარად, თუ გინდათ , რომ ხალხს მოეწონოთ დაიცავით მეექვსე წესი : აგრძნობინეთ თქვენს მოსაუბრეს. რომ იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს გააკეთეთ გულმხურვალედ..






წესები , რომელთა მეოხებით სხვები თქვენს თვალსაზრისს ანგარიშს გაუწევენ 


1. ჩხუბში გამარჯვება არაფერს ნიშნავს


ეცადეთ აირიდოთ საჩხუბარი სიტუაცია, ისევე როგორც მოიქცეოდით მიწისძვრის ან საშინელი ქვეწარმავლის შეხვედრის დროს.
ათიდან ცხრა შემთხვევაში ჩხუბი იმით მთAვრდება, რომ თითოეული მონაწილე კიდევ უფრო ღრმად მწმუნდება თავის აბსოლუტურ სისწორეში. კარგი, თქვენ გაიმარჯვებთ, მაგრამ რა მოგიტანათ ამან ? ხომ არ ჯობდა , რაღაც დაგეთმოთ ?
უმჯობესია ძაღლს გზა დავუთმოთ, ვიდრე გვიკბინოს. იმ შემთXვევაშიც კი, თუ ძაღლს მოკლავთ, ნაკბენი ნაკბენად დარჩება.
თუ ამის ოდნავი საშუალება მაინც არის - განერიდეთ ჩხუბს. 


2. მტრების შეძენის უტყუარი გზა. როგორ განვერიდოთ მას ?


კლიენტს, მოწინააღმდეგეს, მეუღლეს ნუ მიახლით, რომ სწორი არაა. იყავით ცოტა დიპლომატი. ეს დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენსას. თუ გინდათ მოწინააღმდეგე თქვენს თვალსაზრისზე გადმოიყვანოთ, ისწავლეთ მისი აზრის დაფასება, მოაჩვენეთ, რომ ეთანხმებით, შემდეგ დაბეჯითებით შეაპარეთ თქვენი აზრი. 



3. თუ თქვენ სჭორი არა ხართ, აღიარეთ ეს სწრაფად და გადაწყვიტეთ.

4.თუ გინდათ ადამიანები თქვენს თვალსაზრისზე დააყენოთ, დასაწყისისთანავე მიმართეთ მეგობრულ ტონს.


არავუს არ სიამოვნებს, როცა გამუდმებით მიუთითებენ, რა აკეთოს.
ყველაფერი უკეთესი გვგონია, რასაც ჩვენივე სურვილით ვაკეთებთ. დაე, თქვენს მოსაუბრეს ეგონოს, რომ გამოთქმული აზრი მას ეკუთვნის. 


რა სურს თითოეულს 

ადამიანთა აბსოლიტურ უმრავსელოსობას, რომლებიც თქვენ ხვალ შეგხვდებათ, სჭირდებათ თანაგრზნობა.
ბავშვი სიამოვნებით უჩვენებს ყველას დაშავებულ ადგილებს, რომ თანაგრძნობა გამოიწვიოს. ამავე მიზეზით ჰყვებიან უფროსები თავსდამტყდარ უბედურებებზე, ავადმყოფობაზე.
ცნობილია, მსოფლიოში მნიშვნელობის პიროვნებები : აისედრორა დუნკანი, ანა პავლობა, ფიოფორ შალიაპინი მუდმივად საჭიროებნენ თანაგრძნობას.
თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვის აზრებსა და სურვილებს.


მოწოდება, რომელიც ყველას სულშია 

ისეთი ადამიანიც კი, რომელიც წესიერებითა და სინდისიერებით არ გამოირჩევა,აუცილებლად შეასრულებს თQვენს დავალებას, თუ იგრძნობს, რომ თქვენ მას წესიერ და სამართლიან ადამიანად თვლით. 


წესები , რომთა დაცვით ადამიანები თქვენდამი კეთილად განეწყობიან 

პირველი:
ლაპარაკითა და ინტონაციით ხაზი გაუსვით მოსაუბრის ღისსებებს. 

მეორე : 
შეცდომებზე მიუთითეთ ირიბად, შემოვლით. 

მესამე : 
ჯერ ''გამოტყდით'', რომ თავად ცდილობთ, შემდეგ გააკრიტიკეთ მოსაუბრე.

მეოთხე : 

მოსაუბრეს შეკითხვები მიეცით, იმის მაგივრად რომ უბრძანოთ. მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა მაღლა ეჭიროთ თავიანთი პრესტიჟი.
მეხუთე : 

გამოხატეთ მოწონება მოსაუბრის სულ მცირე წარმატებითაც კი. 

მეექვსე : 
იყავით გულწრფელნი შეფასებაში და უხვი შექებაში. 
მეშვიდე : 
შეუქმენით ადამებს კარგი რეპუტაცია, ისინი ძალაუბებურად ეცდებიან გაამართლონ ეს რეპუტაცია.

მერვე : 

შექმენით შთაბეჭდილება, რომ შეცდობა, რომლის გამოსწორებაც ვინმესგან გსურთ, იოლი გამოსასწორეელია.

მეცხრე : 

ეცადეთ მიაღწიოთ : ადამოანს უხაროდეს იმის გაკეთება რასაც სთავაზობთ. 



❥❥❥❥❥❥❥❥




წესები, რომელთა დაცვით თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნება






1. ცოლ-ქმრული ბედნიერების ძირის გამოთხრის სწრაფი საშუალება

ყველა შეუმცდარად მოქმედ ''საშუალებათა'' სორის, რომელთაც შეუძლიათ დაღუპონ სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებლად ითვლება შარიანობა. ეს მეთოდი უღალატოა. კობრის მსგავსად, იგი ყოველთვის გესლავს, ყოველთვის კლავს.
ჩვენ ახლა მაგალითებს მოვიყვანთ და დასკვნების გამოტანა არ დაგჭირდებათ.
საფრანგეთის მეფე ნაპოლეონ მესამეს, ნაპოლეონ ბონაპარტეს ნათესავს, შეუყვარდა ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალი მარია იგნასიო ავგუსტინა და დაქორწინდა მასზე. ნაპოლეონსა და მის მეუღლეს ჰქონდათ სიმდიდრე, ძალაუფლება, ჯანმღთელობა, სილამაზე, ერთმანეთის თაყვანისცემა. ყველაფრით იდეალუღ მეუღლეთათვისს ქორწინების წმინდა კოწონს არასდროს უკიაფნია უფრო ნათლად, მ მაგრამ სამწუხაროდ, ამ კოცონმა ამალე დაიწყო ჩაქრობა და მის ადგილზე მხრჩოლავი ნაცშირიღა დარჩა. ვერც ქმნის სიყვარულმა, ვერც მისმა მეფურმა ძლიერებამ ვერ აიძურა ქალი შარიანი არ ყოფილიყო. მტანჯველი ეჭვიანობით შეპყრობილი ელაპარაკებოდა ქალი მეუღლეს, მბრძანებლობდა, არ აძლევდა განმარტების საშუალებას. მაშინ შეიჭრებოდა ქმნის კაბინეტში, როცა იგი სახელმწიფო სამქმეებით იყო დაკავებულიმაწყვეტინებდა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს, არ ტოვებდა იმ მუდმივი შიშის გამო, რომ ქმარს შეეძლო სხვა ქალთან წასულიყო.
ნაპოლეონს, უამრავი დიდებული სასახლის მფლობელს, არ შეეძლო მოენახა კუთხე, სადაც თავის თAვან მარტო დარჩებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვალებზე ქუდჩამოფცატული იმპერატორი უჩუმრად მიიპარებოდა გვერდითი კარებიდან. იგი მართლაც მიდიოდა რომელიმე ქალთან, ან უბრალოდ, დაეხეტებოდა ქალაქში. აი, რას მიაღწია მარიამ თავისი სარანობით.
ამერიკის პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნისათვის უზარმაზარი ტრაგედია იყო მისი ქორწილი.მეოთხედი საუკუნის მანძილზე მისის კინკოლნი ტანფავდა და წონასწორობას აკარგვინებდა ქმარს, გამუდმებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას და აკრიტიკებდა მას.
მის ლინკოლნის საქციელზე ახლა, ასი წლის შემდეგაც შეიძლება გაკვირვებისაგან პირი დავაღოთ.
შეცვალა თუ არა ნინკოლნი ყველა ამ შარიანობა, საყვედურმა, ცოლის შმაგმა გამოხტომებმა? ერთი მიმართულებით კი. მინკოლნს ისღა დარჩემონა შევრალებოდა საკუთარი თავი უიღბლო წორწინების გამო, ცდილობდა,შესაძლებლობისამებრ , შორს ყოფილიყო ცოლისაგან, სილმე საქციელმაც მათი ცხოვრება ტრაგედიად აქცია. ცოლ-ქმნის დაცილების მრავალი შემთხვევა მოწმობს , რომ მათი უმთავრესი მიზზია ცოლების შარიანობა.
ამგვარად, თუ თქვენ გსურთ შეინარჩუნოთ ბედნერი ოჯახური ცხოვრება, დაიცავით ეს წესი : არაა საჭირო, არაა საჭირო შარიანობა ! 


2. იცოცხლე და სხვასაც მიეცი სიცოცხლის საშუალება 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი პოლიტიკკური მოღვაზე, პრემიერ-მინისტრი და მწერალი ბენჯამინ დიზრაელი ამტკიცებდა : ''შეიძლება მე ბევრი შეცდომა დავუშვა ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დავქორწინდები სიყვარულით''. იგი ასეც მოიქცა- ოცდათქცუთმეტ წლამდე უცოლო იყო, შემდეგ კი ცოლად შეირთო მდიდარი ქვრივი, რომლის თმაც გაეთეთრებინა ორმოცდაათ ზამთარს. იყო ეს სიყვარული? ო ! არა !.. მეი -ენმა იცოდა, რომ ბენჯამინს არ უყვარდა და ის, იცოდა , რომ ქორწინება ფულის გამო მოხდა.
მიუხედავად ამისა, რა პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დიზრაელის ქორწინება ბრწყინვალე შედეგიანი აღმოჩნდა. მდიდარი ქვრივი არ იყო ახალგაზდა, ლამაზი, არც გამორჩEული გონებისა. ლაპარაკისას სასაცილო შეცდომებს უშვებდა, რითაც იგრძნობდით, რომ მაინცდამაინც გათვითცნობიერებული არ იყო ლიტერატურასა და ისტორიაში, მაგრამ მას ჰქონდა ჩავმის არაჩვეულებრივი კულტურა, ამასთან, ნამდვილი გენია იყო მამაკაცთან მიმართების ხელოვნებაში. ის არასდროს ცდილობდა თავისი ინტერექტით დაპირისპირებოდა დიზრაელს. როც აქმარი შინ ბრუნდებოდა დაღლილ-დაქანცული, გონებაგამჭრიახ და ყველადრის მცოდნე ჰერცოგინიებთან საუბრით გათანგულს, მერეენის ხუმრობანარევი ლაყბობა საშუალებას აძლევდა მოშვებულიყო, აღედგინა სულიერი სიმშვიდე, მეუღლე მისი მეგობარი, მესაიდუმლე იყო. ოცდაათი წლის მანძილზე მერი-ენი ცხოვრობდა დიზაელისათვის და მხოლოდ მისთვის. ამისდა პასუხად, ქმარმა იგი თავის გმიარდ აქცია, რა მსუბუქ მოაზროვნებად არ მოჩვენოდა სხვებს, ქმარი არასდროს აკრიტიკებდა მას, მისი მისამართით არასდროს უთქვამს წყრომის სიტყვები. თუ ვინმე გბედავდა და სიყყვაგადაკრულით გაკილავდა ქალს, მყუს იცავდა მას. მერი-ენი ოჯაცურ წრეში ხშირად იმეორებდა : მისი სიხეთის მეოხებით ჩემი ცხოვრება დაუსრულებელ ბედნიერებად იქცა.
იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთOბა გვქონდეს, ხელი არ უნდა შევუშალოთ მათ იყვნენ ბედნიენი ისე, როგორც ეს მათ სურთ. 
თუ გინდათ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, ნუ შეეცდებით გადააკეთოთ თქვენი მეუღლე. 


3. კრიტიკა... და შედეგები 

ცოლ-ქმნის დავისა და ხშირად გაყრის ერთ-ერთი მიზეზია კრიტიკა, უნაყოფო , გულის დამამსხვრეველი კრიტიკა.
განქორწილების მიზეზების კვლების აღიარებულმა ამერიკლმა ავტორიტეტმა დორით სიკმა კითქვაზე, თუ რატომ მთავრდება ასე უიღბლოდ დიდი რომანტიკითა და გზნებით შეკრული კავშირი, უპასუხა : - ძალზე ხშირად უნაყოფო, გულის გამაწყალებელი კრიტიკის გამო.
ნუ აკრიტიკებთ.


4. სწრაფი საშუალება, რომ ყველა ბედნიერი იყოს 

აუცილებელია მამაკაცმა სათანადოდ დააფასოს ქალის მისწრაფება, კარგად გამოიყურებოდეს და მოდურად ეცვას. კაცებს ავიწყდებათ, თუ რა ძლიერად აინტერესბს ქალს ტანსაცმელი. როცა ცოლ-ქმარი ქუჩაში სხვვა წყვილს შეხვდება, ქალი თავდაპირველად იშვიათად შეხედავს მამაკაცს, მას აუცილებლად აინტერესებს, როგორია ჩაცმული მეორე ქალი.
98 წლის დედაბრერს აჩვენეს ახალგაზრდობაშ ი გადაღებული სურათი. მისმა სუსტმა მზერამ სურათზე ვერაფერი გაარჩია და იკითხა : მითხარით, როგორი კაბა მაცვია ? კაცი ვერ გაიხსენებს, რომელი კოსტუმი ან პერანგი ეცვა ცუთი წლის წინათ და არც სურვილი აქვს ამის გახსენიესა, მაგრამ ქალები განსხვავდებიან მამაკაცებისაგან და ეს უნდა გვახსოვდეს.
საფრანგეთის მაღალი წრის ჭაბუკებს ასწავლიან გამოხატონ აღტაცება ქალის ტანსაცმლით თუ ქუდით. განსაკუთრებით, თუ ისინი საღამოზე არიან, თანაც ერთხელ კი არა, რამდენჯერმე. ფრანგებს კი ასეთ საკითხში დაეჯერებათ.
მაღალი წრის ოჯახებში მიღებულია, რომ სადილის შემდეგ გამოიძახონ მზარეული და საჯაროდ უთხრან მადლობა გემრიელი კერძებისათვის. თქვენმა მეუღლემ რა დააშავა ? შემდეგში, როცა შემწვარი კარტოდილი გემრიელი გეჩვენოთ, უთხარით მას ამის შესახებ. იცოდეს ცოლმა, რომ თქვენ დააფასეეთ მისი შრომა. ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.
ერთმა სოფლელმა ქალმა სადილად მეუღლეს წინ თივის კონა დაუდო. როცა კაცმა ჰკითხა, ჭკუაზე ხომ არ შეიშალა, მან უპასუხა : საიდან ვიცოდი, რომ შაამჩნევდი ? ოცი წელია გკვებად და ამ ხნის მანძილზე არ მსმენია იმის შესახებ, თუ რას ჭამ.
ნუ შეგენიშნდებათ, უთხარით ცოლს, რომ იგი თQვენთვის ძალზე ძვირფასია. ქალმა რომ ქმართან ბედნიერება ჰპოვოს, საჭიროა ქმარი მუდმივად აგრძნობინებდეს ერთგულებასა და მადლიერებას.


5. ქალებისათვის ეს ისე ბევრს ნიშნავს. ..

უხსოვარი დროიდან ყვავილები ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ, რატომ უცდით, სანამ ხოლი საავადმყოფოში დაწვებოდეს , რომ ყურადღება გამოიჩინოთ ??? მანამ სხადეთ ასეთი რამ და გარწმუნებთ შედეგი სასწაულებრივი იქნება.
ქალები უზარმაზად მნიშვნელობას ანიჭებენ დაბადების დღეებსა და სხვა ღისშესანიშნავ თარიღებს. რატომ ? სამუდამოდ დარჩება ერთ0ერთ ქალურ საიდუმლოდ.
კაცმა შეიძლება ისე გაიროს ცხოვრება, არ დაიმახსოვროს ყველა თარიღი, მაგრამ აუცილებელია ორიმათგანი - ცოლის დაბადების დღე და მათი ქორწინების დღეები.
ცოლ-ქმრული ცხოვრების ტრაგედიის საფუძველია ყოველდღუყრი ცხოვრების წვრილმანები. ისეთი უბრალო მოქმედება, როგორიცაა დილით სამსახურში წასვლისას ქმნირსგან ცელის დაქნება, მრავალ განშორებას აგვარიიდებდა.
ძალზე ბევრი მამაკაცი ვერ აფასებს ყოველდღიური უირადღების წვრილმანებს.
სინამდვილეს ვერ გაექცევი - ქორწინება ეს, ბლოსდაბოლოს, საწყენი ეპიზოდების წყებაა და წყვილს, რომელსაც ამ სიყვებს ყურადღებას არ მიაქცევს, მწუხარება ელის.
'' ის კი არ დაწუხებს იმდენად, რომ სიყვარული მიდის, არამედ ის, რომ იგი სისულელეების გამო მიდის''- ერთი პოპულარული სიმღერის სიტყვებუა.
მაშ ასე : თუ გინდათ შეინარჩუნოთ მყუდრო ოჯახი, დაიცავით მეხუთე წესი: გამოამჟღავნეთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ. თავაზიანობა ოჯახური ცხოვრების სააფუძველია.




No comments:

Post a Comment