Friday, December 14, 2012

შენ და შენ და მე.

შენ და შენ და მე. შემოვუვლით დე–და–მი–წას. გადავცურავთ ზღვას. ავფრინდებით ცაში. გავარღვევთ ზე–ცას. გავაღწევთ კოსმოსში. ვნახავთ მზეს. ვისეირნებთ მთვარეზე. ავანთებთ კიდევ ერთ ვარსკვლავს. შენ და შენ და მე. გაზაფხულზე გავაყვითლებთ ფოთლებს. ზაფხულში მოვიყვანთ თბილ თოვლს. შემოდგომაზე გავამწვანებთ მზეს. ზამთარში ჩავაღწევთ წყლის ქვეშ. შენ და შენ და მე.იქნება გრძელი გზა. მხოლოდ წინ მიმავალი. იქნება გზა ბედნიერების და მომავლის. აღარ დავუბრუნდებით ტკივილიან წარსულებს და წასულებს. გზა იქნება გრძელი და დაუსრულებელი. ისეთი, როგორიც მეგობრობა და ისეთი, როგორიც თავად უსასრულობა. იქნება სამყარო ერთი და მრავალ–ფერი. იქნება სამყარო ჩვენი. შენი და შენი .

ხმაურიანი სიჩუმე და უხმო ბგერები. ისევ სისწრაფე და ისევ ნაცნობი უწონადობის განცდა. ნდობა, რომელსაც დასასრული არ აქვს და ადამიანები, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლისკენ გიბიძგებენ, ძალაუნებურად..


540904_469353196408100_1716308613_n_large

No comments:

Post a Comment