Tuesday, January 22, 2013


იმედგაცრუებები.. ისევ და ისევ და ისევ. სიტყვები იშვიათად.. სიჩუმე ხშირად.. ცრემლები არა ან ვერა ან.. რა ვიცი. წუთები.. საათები.. დღეები. წინ და უკან.. უკან და წინ. წრეზე დავდივარ მგონი. ასე მგონია არასოდეს დამთავრდება ეს.. არა, კოშმარი როგორ ვუწოდო. მოდი დავტოვოთ უსახელოდ, რა პრობლემაა.
  ყველაფერზე ერთად ფიქრი.. ყველაფრის ერთად კეთება და ბოლოს.. არაფერი დასრულებული და დასასრულამდე მიყვანილი. საშინელებაა!!!  გაუცნობიერებელი შიში რაღაცის თუ ვიღაცის მიმართ და.. უსაფუძვლო მოლოდინი. უსაფუძვლო კი არა, უმომავლო : )) უუხ, თუნდაც ერთი წამით შემაჭყიტა წინ. სულ ერთი წამით, მაგრამ.. არა!! ასე უფრო საინტერესოა. ეს ყველაფერი რაღაცით ჰგავს თამაშს, რომელშიც მე ყოველთვის დამარცხებული ვარ. ალბათ ვერ ვთამაშობ კარგად. რა უაზრობაა. და რა უაზროდ ვარ. გამოცარიელებული. შენ არ იცი, მე ვიცი. მე ვიცი, შენ არ იცი. ბლა, ბლა, ბლა. მძიმე. წერტილი. წერტილი. მძიმე და ისევ თავიდან. უსასრულობა დედამიწაზე არ არსებობს. მეც ამ არარსებული უსასრულობის მწამს. და მჯერა დასასრული ექნება ყველაფერს. ჩემს უხასიათობასაც და იმასაც რასაც ყველაზე მეტად მინდა წერტილი დაესვას.

  ერთ~ფეროვნება და ისევ სიჩუმე. თურმე შეიძლება სიჩუმეც მტკივნეული იყოს. იცოდით ? მე აქამდე არ ვიცოდი. უცებ ისე მომინდა ვინმეს დავლაპარაკებოდი და.. სიჩუმე. გულისგამაწვრილებელიო, რომ იტყვიან აი ისეთი. სივრცეს რომ მისჩერებიხარ და უცებ, აი ისე, რომ მოგინდება ვიღაცას ხელი მოჰკიდო.. ამ სივრცემ რომ არ გაგიტაცოს, არ ჩაგნთქას, არ წაგლეკოს.. და მერე მიხვდები, რომ სრულიად მარტო ხარ. იმ მომენტში ერთი 'ცალი' ხარ მხოლოდ.
  თავ–გზა–აბნეული ვარ მე. სულიც საჭიროებს ხოლმე რესტავრაციას. დროა ამ საქმესაც მივხედო. ვიზრდები. ბავშვობა მიდის ?! არ ვიცი. ამაზე საერთოდ არ მინდა ფიქრი. დამოუკიდებლობის არ მეშინია, პასუხისმგებლობების – კი. ბოლო დროს ვცდილობ ყველაზე მტკივნეულ საკითხსაც კი იმ კუთხით მივუდგე, საიდანაც ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია. ვერ ვიტყვი, რომ გამომდის, მაგრამ ვცდილობ. ასე უფრო გამიადვილდება.
 .. დედამიწა ისევ განაგრძობს ბრუნვას. გამოდის, ვიღაცას ჯერ კიდევ უყვარს..

Monday, January 14, 2013




''ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, უფრო გისხლტება ხელიდან. მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, მაშინ ის ჩუმად მოვა და მხარზე დაგაჯდება.''
Magic wands - Black magic

Powered by mp3skull.com

მებედნიერება ♥მებედნიერება ♥

მებედნიერება ♥მებედნიერება ♥


''ვინ მისცემს კანონს შეყვარებულებს? სიყვარული საკუთარ თავზე უფრო დიდი კანონია.''