Tuesday, February 18, 2014


ადვილი არ იქნება–მეთქი, რომ გითხარი. ცხოვრება რთულიაო მიპასუხე და მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო.. დრო იყო სერიოზულად დავფიქრებულიყავი ცხოვრებაზე. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება უნდაა და არა მინდა.. რადგან ხშირად ყველაფერი ისე ხდება, როგორც ცხოვრებას უნდა და.. ცხოვრება იშვიათად ან თითქმისარასდროს ითვალისწინებს იმას, რაც მე მინდა. სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. ან მე არ ვცდილობ. ერთი. ორი. სამი.. სამი. ორი. ერთი. ადამიანები მიდიან და მოდიან. მიდიან და მოდიან. ცოტა რჩება, უმრავლესობა მიდის. მიდიან და მიდიან. მიდიან და მიდიან..

მეწერება და ვწერ. ვწერ საკუთარი თავისთვის. და რასაც ვწერ ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ვფიქრობ. და, რასაც ვფიქრობ იმას ზუსტად ასახავს ის, რასაც ვწერ. ყოველი სიტყვა გულიდან მოდის. რადგან გულით უფრო ვგრძნობ, ვიდრე გონებით. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა, რომ ასე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ თავის მოსაწონად ვწერ ყველაფერ ამას.. მაგრამ იცით რაა ?? საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი.. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები და არც ვეცდები, რომ ვიყო. ; ))
ქრონიკული უხასიათობა. შავ–თეთრი სათვალე, რომლის მოხსნაც დიდი ხანია რაც მინდოდა, მაგრამ ძალები არ მყოფნიდა ხელების ასაწევად. სიტყვები” იქნებ, ვთქვათ, ვითომ, უცებ რომ.. ხელის კვრა მჭირდებოდა, რომ ყველაფერი გამეანალიზებინა.. რომ მივმხვარიყავი, ამით არ მთავრდება ყველაფერი.. რომ ადამიანები მართლაც მიდიან და მიდიან.. რჩება ის, ვისაც ესმის და უყვარხარ.. უბრალოდ.. არ არსებობს მოვლენა, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი მხარე აქვს..
შიგნიდან სიცარიელე ხმაურობს. სიცარიელე და სიჩუმე. დროა სიჩუმის მოსმენა ვისწავლო და სიცარიელესთანაც გამოვნახო საერთო ენა. რა ვიცი, იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.. იქნებ, ასეთი საშინელი ზიზღიც მოვიშორო, მათ მიმართ რომ ვგრძნობ.
იყო და არა იყო რა.. ოო, რამდენს ვბოდიალობ.. მაგრამ.. მინდა ტვინიდან სიტყვები გა–მო–ვა–ძე–ვო !!! ვწერ და საკუთარ ჭიას ვახარებ. ჰოო, იყო და არა იყო რა.. მართლა.. რაც იყო, არა იყო რა.. ნეტავ შენ თუ გესმის? : )) არა, არა.. შენც არ გესმის.. აღარ გესმის.. ვეღარ გესმის.. არ გინდა, რომ გაიგო. იყო და არა იყო რა.. ის, რომ  ცხოვრება ზღაპარი არ არის და კეთილი ფერიაც არ მაჩუქებს ფრთებს აქედან, რომ გავფრინდე.. უბრალოდ, ზღაპარი, მართლა ზღაპარია და ცხოვრებას კიდევ, საკმაოდ გასაგები სახელი ჰქვია.. ნუ, ვისაც უნდა გაიგებს და ვისაც არ უნდა.. ვისაც არ უნდა იმასაც მოუწევს ოდესმე, რომ გაიგოს..
ჰეეჰეეჰეე..  უსაქმურობისგან გადაიღალე.. წადი, წადი დაენახე მზეს.
***
წავედი.

No comments:

Post a Comment