Thursday, April 11, 2013




ბედნიერება წვრილმანებშია..... ♥ ღიმლიშიი, გამოხედვაში, სუნთქვაში, ფიქრებშიი, თითოეულ ჩვენს ნაბიჯშიი ♥ ბედნიირება ჩვენშია უბრალოდ სწორად უნდა ვმართოთ ის ♥ არასდროს მისცეთ თავს უფლება იყოთ ცუდად, ყოველთვის გაიღიმეთ მიუხედავად იმისა, რომ არ გეღიმებათ, გაიღიმეთ თუნდაც იმიტომ, რომ არსებობთ გყავთ საყვარელი ადამიანები გვერდით, რომელიც გიყვართ და აფასებთ, მხოლოდ მათი ბედნიერებბისთვის ღირს ცხოვრება, იმისთვის რომ მათთან ერთად ჩვენს პატარა სამყაროშიი ვიყოთ ძალიან დიდზე ბედნიერებიიიიიიიიიიიიიიიიიიი ♥ უზომოდ დიდ ბედნირებას გისურვებთ, დაიმახსოვრეთ ერთი პატარა ღიმილიი არასდროს დაინანოთ არავისთვის ♥ ♥ 


ცხოვრება კიდურების გარეშე – Nick Vujicic

წარმოიდგინეთ რომ თქვენ კიდურების გარეშე დაბადებულიყავით, არც ფეხი გქონოდათ, არც ხელი..  არ შეგძლებოდათ ცეკვა, სიარული, ან თუნდაც დგომა.  ეხლა კარგად დაფიქრდით  რას გააკეთებდით? როგორ? რა გავლენა გექნებოდათ ცხოვრებაში?
ნიკი კი ყველაზე ძლიერი ადამიანია მსოფლიოში.  მან მიაღწია ცხოვრებაში უფრო მეტს ვიდრე ბევრი ვისაც ფიზიკური შესაძლებლობები გააჩნია ..  მოდით გავიცნოთ ეს ადამიანი..

             
 
   

 

ნიკ ვუიჩიჩი   4 დეკემბერს, 1982 წელს ქვეყანა მელბურნში, ავსტრალიაში, სერბი ემიგრანტების ოჯახში მოევლინა. ნიკის მშობლები ქრისტიანები არიან,  დედა – ექთანი, მამა–პასტორი.   მამა მშობიარობას ესწრებოდა, დაინახა ახალშობილის მხარი რომელსაც ხელი არ ქონდა, ამის შემდეგ პალატა სასწრაფოდ დატოვა, რათა მის ცოლს მეუღლის სახის ცვლილება არ შეემჩნია. მალე მამასთან ექიმი მივიდა.
- ჩემი შვილი! მას ხელი არ აქვს?
- არა, თქვენს შვილს არც ხელები აქვს და არც ფეხები.
ექიმები დედას შვილს არ აჩვენებდნენ.

ცხოვრება კიდურების გარეშე

მათი პირმშო შვილი კიდურების გარეშე იყო დაბადებული ! მათ არ იცოდნენ წინასწარ ამის შესახებ, ორსულობა ნორმალურად მიდინარეობდა. გენეტიკურად ყველაფერი რიგზე იყო.  ყველა ექიმი შოკში იყო ..მთელი ეკლესია  და მისი  მშობლები  სრულიად განადგურებულები იყვნენ. ”თუ ღმერთს ვუყვარვართ, მაშინ რატომ  მოგვისაჯა ამხელა ტკივილი ? ” – ამბობდა ნიკის მამა.
თავდაპირველად დედა ახლოს ვერ იკარებდა ახალშობილს. ვერ იხუტებდა, ვერ აჭმევდა. -”წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა წამეყვანა ბავშვი სახლში. რა გამეკეთებინა, როგორ მომეარა მისთვის” იხსენებს ნიკის დედა, დუშკა ვუიჩიჩი. – არც ის ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა დახმარებისთვის. თავად ექიმებიც განცვიფრებულები იყვნენ. გონს მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოვეგე. მე და ჩემმა მეუღლემ პრობლემების მოგვარება დავიწყეთ…”
ოჯახის ტრაგედიის შეგუებას  რამდენიმე თვე და ბევრი ცრემლი დასჭირდა, ყველადრის მიუხედავად, მათ როგორც ყველა მშობელს, შვილი ძალიან უყვარდათ და ზრდიდნენ ისე როგორც ჯანსაღ ბავშვს.  ექიმებმა ნიკს  თეთრა–ამელას სინდრომი დაუდგინეს.  კიდურები არ აქვს, მაგრამ მარცხენა მხარეს ტერფის მსგავსი წანაზარდი აქვს. რაც ბალანსში ეხმარება, სწორედ ამ  წამონაწარდის საშუალებით ისწავლა მან სიარული, ცურვა, კომპიუტერის მოხმარება, დაკვრა და წერა.


ცხოვრება კიდურების გარეშე




ის გახლდათ პირველი ინვალიდი ავსტრალიის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. ”მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი ” – იხსენებს ნიკი.
თანაკლასელებიდან ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი და მტკივნეულად ჩაესმოდა მათი შეძახილები : ”ნიკ, წადი! ”  ”ნიკ, შენ არაფერი არ იცი!” ”ჩვენ არ გვინდა შენთან მეგობრობა!” ” შენ არარაობა ხარ!” . ამის მიუხედავად ნიკი მაინც იბრძოდა ენტალურად და ემოციურად, ისევე, როგორც ფიზიკურად.


ნიკი ყოველდღე ლოცულობდა და სთხოვდა უფალს საჩუქარს ხელ-ფეხის სახით. ის ყოველღამე ტიროდა, იძინებდა იმ იმედით რომ ერთხელაც გაიღვიძებდა და კიდურები ექნებოდა. მშობლებმა ნიკს ხელოვნური ხელები უყიდეს, თუმცა ისინი ძალიან მძიმე იყო და ბავშვმა ვერ შეძლო მათი ტარება.


ყოველ კვირას ნიკი ეკლესიის კუთვნილ სკოლაში დადიოდა მეცადინეობებზე. იქ მას ასწავლიდნენ ,რომ უფალს ყველა უყვარს. ნიკი ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. მაშინ რატომ არ მისცა უფალმა მას ის რაც დანარჩენებს ჰქონდათ? პატარასთან ხშირად მიდიოდნენ უფროსები და ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
”მე ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო კარგად. ვერავინ მიხსნიდა ამას. ერთხელ თავის დახრჩობა გადავწყვიტე. დედას ვთხოვე აბაზანაში შევეყვანე. ვტრიალდებოდი სახით წყლისაკენ, მაგრამ რთული აღმოჩნდა გაძლება. არაფერი გამომივიდა. შემდეგ უცებ წარმოვიდგინე საკუთარი დასაფლავება. როგორ დგანან დედა და მამა.. აქ მივხვდი რომ მე თვითმკვლელობა აღარასდროს არ უნდა მეცადა. ყველაფერს რასაც ჩემი მშობლებისგან ვხედავდი- ეს ჩემდამი სიყვარული იყო” 


მშობლების სიყვარულით უკუიგდო თვითმკვლელობის აზრი თუმცა ყოველთვის აწუხებდა ერთი კითხვა – რისთვის უნდა ეცხოვრა ?   მას არ შეეძლო მუშაობა, ხელსაც კი ვერ ჩასჭიდებდა საცოლეს,  ვერ აიყვანდა შვილს როცა ის ტირილს დაიწყებდა. ერთხელ დედამ წაუკითხა სტატია მძიმედ ავადმყოფ ადამიანზე, რომელიც ამხნევებდა და მხარში ედგა სხვა ადამიანებს. დედამ მას უთხრა:
 - ნიკ, შენ უფალს სჭირდები. არ ვიცი როგორ, არ ვიცი როდის, მაგრამ შენ შესძლებ მის მსახურებას.

უკვე 15 წლის ასაკში ნიკმა გააცნობიერა თუ რისთვის უნდა ეცხოვრა. ” – უფალი არ პასუხობდა ჩემ ლოცვებს, ესეიგი მას უნდოდა შეეცვალა  ჩემი გული და არა მდგომარეობა. დღეს თუნდაც მქონდეს ხელები და ფეხები ალბათ მათ ასეთ მნიშვნელობას აღარც მივანიჭებდი. ეს მე არ მიშველიდა. სამყარო ვერაფერს მაძლევდა. მხოლოდ უფლის წყალობით შევძელი ჭეშმარიტების პოვნა. იმის გაცნობიერება თუ ვისთვის ან რისთვის ვცოცხლობ, სად წავალ სიკვდილის შემდეგ. რწმენის გარეშე აზრი არაფერს აქვს.ცხოვრება ძალიან მძიმეა, აქ ბევრი ტკივილია. აუცილებელია გწამდეს, გჯეროდეს ჭეშმარიტების. ჩემი რწმენა ზეცაშია. თუ ბედნიერებას მატერიალურ ღირებულებებს დაუკავშირებ ის დროებითი იქნება. ” 

9 წლის ნიკი უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ერთხელ მას შესთავაზეს სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსულიყო. ნიკს 7 წუთი ჰქონდა. უკვე 3 წუთის შემდეგ ნახევარი დარბაზი ტიროდა. ერთიო გოგონა ვერაფრით ჩერდებოდა. მან აწია ხელი და იკითხა შეიძლებოდა თუ არა სცენაზე ასულიყო და ნიკს მოხვეოდა. გოგონა ნიკის მხარზე გაუჩერებლივ ტიროდა. ”ჩემთვის დღემდე არასდროს უთქვამთ რომ ვუყვარვარ, არ უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ ისეთი როგორიც ვარ. ჩემი ცხოვრება დღეიდან შეიცვალა”


 

Nick Vujicic


გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ნიკმა მშობლებს განუხადა,რომ იცოდა რითი უნდა დაკავებულიყო.
წელიწადში 10 თვე, 20-ზე მეტი ქვეყანა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი, სკოლებში, უნივერსიტეტებში, თავშესაფრებში, ციხეებში, სტადიონებზე… ნიკოლას ვუიჩიჩი ნამდვილ ორატორად იქცა. ის წელიწადში დაახლოებით 250-ჯერ გამოდის სიტყვით. ნიკი თავისი ცხოვრების ისტორიითა და რწმენით უამრავ ადამიანს ამხნევებს, მატებს ძალას და ეხმარება მოტივაციის ამაღლებაში. მას უთვალავი მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი მოსმენა ყველას სურს…

Nick-talking-to-crowds-in-colombia_large

” ერთხელ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. მან  მითხრა ”დღეს ხელში დანა მეჭირა და სარკეში ვიხედებოდი. ეს დღე ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. შენ მე გადამარჩინე”
და ასე დაუსრულებლად. ნიკოლას ვუიჩიჩი ადამიანებს ცხოვრების მაგალითს აძლევს…

   

- მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. მე მქვია ნიკ ვუიჩიჩი და მე არ მაქვს არც ხელები, არც ფეხები.სამაგიეროდ მაქვს ქათმის ფეხი, რომელსაც დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხივით ვიყენებ.
(უკრავს. სიცილი და აპლოდისმენტები)
- მოგწონთ? აი  კიდევ…
- აი ასე. ახლა კი უნდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ყველას გვიხდება დაცემა. და ეს დაახლოებით ასე ხდება
(აჩვენებს)
- რას აკეთებთ როცა ეცემით?
(ვდგებით. შეძახილები დარბაზიდან)
-ზუსტად, ზუსტადაც რომ. ეს ყველამ იცის. წაიქეცი- ადექი, თუნდაც იმიტომ, რომ სიარულის სხვა შესაძლებლობა არ არის.
(დარბაზში იცინიან)
-ზოგჯერ ისე ხდება, რომ ეცემი და გეჩვენება თითქოს ასადგომად ძალა არ გყოფნის. თქვენ როგორ ფიქრობთ? გააქვთ წამოდგომის შანსი?
აი, მე, ვწევარ თქვნს წინაშე, სახით მაგიდისკენ… და ჩანს, ჩანს რომ ადგომა შეუძლებელია- მე ხომ ხელები და ფეხები არ მაქვს. ჩანს თითქოს თუნდაც 100-ჯერ ვცადო,   მაინც არაფერი  გამომივა, მაინც დავეცემი- სახით მაგიდისკენ. როგორ ფიქრობთ, უკან თუ დავიხევ, თუ დავნებდები ადგომის შანსი როდესმე მექნება? არა!
ამიტომ
კვლავ და კვლავ
ისევ და ისევ
ყოველი წარუმატებლობის შემდეგ. მე არ დავკარგავ რწმენას, არ დავნებდები. მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ წარუმატებლობა ეს დასასრულია. მინდა რომ იცოდეთ ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის ის თუ როგორ მიხვალთ ფინიშის ხაზამდე. ზუსტად ეს განსაზღვრავს გამარჯვებულს. უყურეთ. ადგომა ასე უნდა… და ამისათვის თქვენ ყოველთვის უნდა  იპოვოთ ძალა…






როგორ
მოვიპოვოთ სიმშვიდე
განვიტვირთოთ მწუხარებისაგან
მივაღწიოთ ოჯახურ ბედნიერებას


ამერიკელი მეცნიერის, ადამიანურ ურთიერთობათა სპეციალისტის
დიელ კარგენის ცნებების მიხედვით 





ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემა სამყაროსავით ძველია. იგი მუდამ აღელვებდა სწავლულებსა და მოაზროვნეებს. მიზანი კი ერთი იყო : დახმარებოდა პიროვნებას საკუთარი ადგილის პოვნაში, გაეხადა ის ბედნიერი. ვინ არ ისწრაფვის იქითკენ, რომ უკეთ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, განიცადოს სიახრული შრომაში, მაგრამ ამისათვის მზა რეცეპტების მოძებნა ძანლზე ჭირს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი ინტერესები გვაქვს. როგორ შევუთავსოთ ისინი საზოგადაებრივ ინტერესებს ? როგორ მივაღწიოთ, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები. დავიმსახუროთ გარშემომყოფთა სიმპათია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევქმნათ ოჯახური სიმყუდროვე ? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებზე , რომლებიც ყოველდღიურად წამოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში სპეციალისტის, ამერიკელი დეილ პარგენის ცნებებშია.




ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები

განათლების უდიდესი მიზანი ესაა არა ცოდნა, არამედ მოქმედება. (სპენსერი)


რამდენი ახლობელი გყავთ, რომლებიც გინდათ უფრო უკეთესნი, სრულყოფილნი იყვნენ. შესანიშნავია, მაგრამ რატომ ა რუნდა დავიწყოთ საკუთარი თAვიდან ? დიდი ჩინელი მოაზროვნე კონფუსი ამბობს: თუ აკრიტიკებთ სხვას იმის გამო, რომ მისი სახლის სახურავზე თოვლი ძევს, თუ თქვენი საკუთარი ზღურბლი ჯერ კიდევ არ გაგიწმენდიათ. იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთს განსაჯოთ ადამიანები, ეცადეთ გაუგოთ მათ, რატომ იქცევიანი ისინი ასე და არა სხვაგვარად. სწორედ ეს აღვივებს ადამიანში თანაგრძნობას, მოთმენასა და კეთილმოსურნეობას. ყველაფერი გაუგო- ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი აპატიო ! 



ადამიანებთან მოქცევის ხელოვნების დიდი საიდუმლო :


ყოველი ადამიანის მისწაფებაა იყოს მნიშვნელოვანი პიროვნება. დავიმახსოროთ ეს გამოთქმა. ამით განვსხვავდებით ჩვენ ცხოველებისაგან. ეს თვისება რომ არ ჰქონოდათ ჩვენს წინაპრებს, ცივილისაციაც არ იქნებოდა. მაგალითად, სწორედ ეს მისწრაფება ასულდგმულებდა დიკენსს უკვდავი რომანების დაწერისას, ამავე გრძნობამ '' აიძულა'' როკფელერი დაეგროვენია მილიონები. ამიტომაც სურდა ჯორჯ ვაშინგტონს მისთვის ეწოდებინათ : თქვენო ბრწყინვალებავ შეერთებული შტატების პრეზიდენტო - და ასე შემდეგ.
ამ მნიშვნელოვნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოვწონდეთ სხვებს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას ? ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამოდენიმე წესს, რომლებიც ''ძვირი არ ღირს'' , მაგრამ ამასთანავე, ფასდაუდებელია.



ექვსი წესი, რომელთა მეოხებით თქვენ ადამიანებს მოეწონებით


1. მოიქეცით ასე დ აყველგან სიხარულით მიგიღებენ 


თუ თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ იყოთ შესანიშნავი ადამიანი, თავი მოაწონოთ სხვებს და მოახდინოთ მათზე შთაბეჭდილება, ჭინასწარ გარწმუნებთ: ნამდვილი მეგობრები არასდროს გეყოლებათ, კაცი, რომელიც თავის თანამოძმეთა ბედით არ ინტერესდება, განწირულია მარტოობისათვის, განიცდის უდიდეს სიძნელეებს და მხოლოდ წარუმატებლობა ელის.
გინდათ მეგობრები გყავდეთ ? ყოველნაირად ეცადეთ, რაღაც გააკეთოთ ამისათვის, რაღაც ისეთი, რაც მოითხოვს დროს, ენერგიას, მზრუნველობას. მაშ, ასე, თუ გინდათ სხვებს მოეწონოთ დაიცავით ეს წესი : დაინტერესდით თQვენს გარშემო მყოფთა ბედით



2. კარგი შთაბეჭდილებების მოხდენის უბრალო საშუალება 


ერთ-ერთი საშუალება სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენისა.. თქვენივე ღიმილია. ხშირაად გაიღიმეთ, სხვებს სიამოვნებთ, როცა მომღიმარს გხედავენ და იშვიათად გაიფიქრებენ ცუდს. მუდამ ჩაფიქრებული, შეწუხებული ადამიანის მწერა კი უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. გარწმუნებთ, თუ თქვენ შემხვედრ პიროვნებას ყოველთვის უღიმით, ის თქვენზე ცუდს არ ტყვის. თქვენთვის ეს არაფერია, სხვას კი რაღაცით ამდიდრებს, მის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. იცოდეთ არავინაა ისეთი მდიდარი, რომ ჭიმილი არ სჭირდებოდეს. ღიმილი კეთილსასურველ განწყობას ბადებს საქმიან ურთიერთობაში, ასრულებს პაროლის როლს მეგობრებს შორის.
გაიღიმეთ ! 



3. თუ ასე არ აკეთებთ, უსიამოვნებანი გელით


ადამიანი თავისდაუნებურად ეფერება და ელოლიავენა საკუთAრ სახელს. ფრანკლინ რუზველტი ურალო, მაგრამ მეტად მოქმედ საშუალებად თვიდა დაემახსოვრებინა გარშემომყოფთა სახელები. როცა ვინმეს სახელით მივმართავთ, მის ღირსებას ვუსვამთ ხაზს. დავიმახსოვროთ ადამიანის სახლი, ეს ყველაზ ეტკბილი სიტყვაა მისი სმენისათვის. 



4. როგორ გავხდეთ კარგი მოსაუბრე


სად იმალება საქმიანი საუბრის წარმატების საიდუმლო ? მოსაუბრისადმი ყურადღებაში. ეს მეტად საჭირო ფაქტორია. არაფერი ისე არ მოქმედებს მოსაუბრეზე, როგორც თქვენი ყურადღება. არასოდეს არავის არ უსმენთ ? მხოლოდ ლაპარაკობთ ? უკვი ვიცი : თქვენ გაგირბიან ადამიანები, თQვენზე ცუდს ამბობენ, მეტსაც გეტყვით : სძულხართ კიდეს.
საინტესესო რომ გადეთ, დაინტერესებული უნდ აიყოთ. მოსაუბრეს მიეცი შეკითხვა, რომლზეც მას პასუხის გაცემა სიამოვნებს. დააჯილდოვეთ სხვები, ილაპარაკონ საკუთარ თავზე. იყავით კარგი მსმენელი. 



5. როგორ დავაინტერესოთ ხალხი 

როცა მურველტი მნახველებს ელოდა, იგი გვიან ღამემდე იჯდ ადა სწავლობდა მასალებს, რომლებიც, მისი აზრით, დააინტერესებდა სტუმრებს. მან იცოდა : შეუმცდარი გზა მოსაუბრის გულისანეკ ესაა იამზე ლაპარაკი , რაც მას აინტერესებს. 



6. როგორ დავიპყროთ მოსაუბრის გული

ისესო ქრისტენ იუდეის ქვიან ბორცვებზე წარმოთქმული სიტყვა ასე დაამთავრა : ადამიანები სწორად ისე მოგექცევიან, როგორც შენ მათ ექცევიო.
ღირსების გრძნობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. იგი თითოეულ პიროვნებაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნუ გაიკვირვებთ: ვინც არ უნდა იყოთ თქვენ და ვინც არ უნდა იყოს თქვენი მოსაუბრე, იგი საკუთარ თავს რაღაცით თქვეზე მაღლა აყენებს. და თუ გინდათ მისი კეთილგანწყოვა ჰპოვოთ, აგრძნობინეთ უპირატესობა. ამგვარად, თუ გინდათ , რომ ხალხს მოეწონოთ დაიცავით მეექვსე წესი : აგრძნობინეთ თქვენს მოსაუბრეს. რომ იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს გააკეთეთ გულმხურვალედ..






წესები , რომელთა მეოხებით სხვები თქვენს თვალსაზრისს ანგარიშს გაუწევენ 


1. ჩხუბში გამარჯვება არაფერს ნიშნავს


ეცადეთ აირიდოთ საჩხუბარი სიტუაცია, ისევე როგორც მოიქცეოდით მიწისძვრის ან საშინელი ქვეწარმავლის შეხვედრის დროს.
ათიდან ცხრა შემთხვევაში ჩხუბი იმით მთAვრდება, რომ თითოეული მონაწილე კიდევ უფრო ღრმად მწმუნდება თავის აბსოლუტურ სისწორეში. კარგი, თქვენ გაიმარჯვებთ, მაგრამ რა მოგიტანათ ამან ? ხომ არ ჯობდა , რაღაც დაგეთმოთ ?
უმჯობესია ძაღლს გზა დავუთმოთ, ვიდრე გვიკბინოს. იმ შემთXვევაშიც კი, თუ ძაღლს მოკლავთ, ნაკბენი ნაკბენად დარჩება.
თუ ამის ოდნავი საშუალება მაინც არის - განერიდეთ ჩხუბს. 


2. მტრების შეძენის უტყუარი გზა. როგორ განვერიდოთ მას ?


კლიენტს, მოწინააღმდეგეს, მეუღლეს ნუ მიახლით, რომ სწორი არაა. იყავით ცოტა დიპლომატი. ეს დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენსას. თუ გინდათ მოწინააღმდეგე თქვენს თვალსაზრისზე გადმოიყვანოთ, ისწავლეთ მისი აზრის დაფასება, მოაჩვენეთ, რომ ეთანხმებით, შემდეგ დაბეჯითებით შეაპარეთ თქვენი აზრი. 



3. თუ თქვენ სჭორი არა ხართ, აღიარეთ ეს სწრაფად და გადაწყვიტეთ.

4.თუ გინდათ ადამიანები თქვენს თვალსაზრისზე დააყენოთ, დასაწყისისთანავე მიმართეთ მეგობრულ ტონს.


არავუს არ სიამოვნებს, როცა გამუდმებით მიუთითებენ, რა აკეთოს.
ყველაფერი უკეთესი გვგონია, რასაც ჩვენივე სურვილით ვაკეთებთ. დაე, თქვენს მოსაუბრეს ეგონოს, რომ გამოთქმული აზრი მას ეკუთვნის. 


რა სურს თითოეულს 

ადამიანთა აბსოლიტურ უმრავსელოსობას, რომლებიც თქვენ ხვალ შეგხვდებათ, სჭირდებათ თანაგრზნობა.
ბავშვი სიამოვნებით უჩვენებს ყველას დაშავებულ ადგილებს, რომ თანაგრძნობა გამოიწვიოს. ამავე მიზეზით ჰყვებიან უფროსები თავსდამტყდარ უბედურებებზე, ავადმყოფობაზე.
ცნობილია, მსოფლიოში მნიშვნელობის პიროვნებები : აისედრორა დუნკანი, ანა პავლობა, ფიოფორ შალიაპინი მუდმივად საჭიროებნენ თანაგრძნობას.
თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვის აზრებსა და სურვილებს.


მოწოდება, რომელიც ყველას სულშია 

ისეთი ადამიანიც კი, რომელიც წესიერებითა და სინდისიერებით არ გამოირჩევა,აუცილებლად შეასრულებს თQვენს დავალებას, თუ იგრძნობს, რომ თქვენ მას წესიერ და სამართლიან ადამიანად თვლით. 


წესები , რომთა დაცვით ადამიანები თქვენდამი კეთილად განეწყობიან 

პირველი:
ლაპარაკითა და ინტონაციით ხაზი გაუსვით მოსაუბრის ღისსებებს. 

მეორე : 
შეცდომებზე მიუთითეთ ირიბად, შემოვლით. 

მესამე : 
ჯერ ''გამოტყდით'', რომ თავად ცდილობთ, შემდეგ გააკრიტიკეთ მოსაუბრე.

მეოთხე : 

მოსაუბრეს შეკითხვები მიეცით, იმის მაგივრად რომ უბრძანოთ. მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა მაღლა ეჭიროთ თავიანთი პრესტიჟი.
მეხუთე : 

გამოხატეთ მოწონება მოსაუბრის სულ მცირე წარმატებითაც კი. 

მეექვსე : 
იყავით გულწრფელნი შეფასებაში და უხვი შექებაში. 
მეშვიდე : 
შეუქმენით ადამებს კარგი რეპუტაცია, ისინი ძალაუბებურად ეცდებიან გაამართლონ ეს რეპუტაცია.

მერვე : 

შექმენით შთაბეჭდილება, რომ შეცდობა, რომლის გამოსწორებაც ვინმესგან გსურთ, იოლი გამოსასწორეელია.

მეცხრე : 

ეცადეთ მიაღწიოთ : ადამოანს უხაროდეს იმის გაკეთება რასაც სთავაზობთ. 



❥❥❥❥❥❥❥❥




წესები, რომელთა დაცვით თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნება






1. ცოლ-ქმრული ბედნიერების ძირის გამოთხრის სწრაფი საშუალება

ყველა შეუმცდარად მოქმედ ''საშუალებათა'' სორის, რომელთაც შეუძლიათ დაღუპონ სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებლად ითვლება შარიანობა. ეს მეთოდი უღალატოა. კობრის მსგავსად, იგი ყოველთვის გესლავს, ყოველთვის კლავს.
ჩვენ ახლა მაგალითებს მოვიყვანთ და დასკვნების გამოტანა არ დაგჭირდებათ.
საფრანგეთის მეფე ნაპოლეონ მესამეს, ნაპოლეონ ბონაპარტეს ნათესავს, შეუყვარდა ქვეყნად ყველაზე ლამაზი ქალი მარია იგნასიო ავგუსტინა და დაქორწინდა მასზე. ნაპოლეონსა და მის მეუღლეს ჰქონდათ სიმდიდრე, ძალაუფლება, ჯანმღთელობა, სილამაზე, ერთმანეთის თაყვანისცემა. ყველაფრით იდეალუღ მეუღლეთათვისს ქორწინების წმინდა კოწონს არასდროს უკიაფნია უფრო ნათლად, მ მაგრამ სამწუხაროდ, ამ კოცონმა ამალე დაიწყო ჩაქრობა და მის ადგილზე მხრჩოლავი ნაცშირიღა დარჩა. ვერც ქმნის სიყვარულმა, ვერც მისმა მეფურმა ძლიერებამ ვერ აიძურა ქალი შარიანი არ ყოფილიყო. მტანჯველი ეჭვიანობით შეპყრობილი ელაპარაკებოდა ქალი მეუღლეს, მბრძანებლობდა, არ აძლევდა განმარტების საშუალებას. მაშინ შეიჭრებოდა ქმნის კაბინეტში, როცა იგი სახელმწიფო სამქმეებით იყო დაკავებულიმაწყვეტინებდა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს, არ ტოვებდა იმ მუდმივი შიშის გამო, რომ ქმარს შეეძლო სხვა ქალთან წასულიყო.
ნაპოლეონს, უამრავი დიდებული სასახლის მფლობელს, არ შეეძლო მოენახა კუთხე, სადაც თავის თAვან მარტო დარჩებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვალებზე ქუდჩამოფცატული იმპერატორი უჩუმრად მიიპარებოდა გვერდითი კარებიდან. იგი მართლაც მიდიოდა რომელიმე ქალთან, ან უბრალოდ, დაეხეტებოდა ქალაქში. აი, რას მიაღწია მარიამ თავისი სარანობით.
ამერიკის პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნისათვის უზარმაზარი ტრაგედია იყო მისი ქორწილი.მეოთხედი საუკუნის მანძილზე მისის კინკოლნი ტანფავდა და წონასწორობას აკარგვინებდა ქმარს, გამუდმებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას და აკრიტიკებდა მას.
მის ლინკოლნის საქციელზე ახლა, ასი წლის შემდეგაც შეიძლება გაკვირვებისაგან პირი დავაღოთ.
შეცვალა თუ არა ნინკოლნი ყველა ამ შარიანობა, საყვედურმა, ცოლის შმაგმა გამოხტომებმა? ერთი მიმართულებით კი. მინკოლნს ისღა დარჩემონა შევრალებოდა საკუთარი თავი უიღბლო წორწინების გამო, ცდილობდა,შესაძლებლობისამებრ , შორს ყოფილიყო ცოლისაგან, სილმე საქციელმაც მათი ცხოვრება ტრაგედიად აქცია. ცოლ-ქმნის დაცილების მრავალი შემთხვევა მოწმობს , რომ მათი უმთავრესი მიზზია ცოლების შარიანობა.
ამგვარად, თუ თქვენ გსურთ შეინარჩუნოთ ბედნერი ოჯახური ცხოვრება, დაიცავით ეს წესი : არაა საჭირო, არაა საჭირო შარიანობა ! 


2. იცოცხლე და სხვასაც მიეცი სიცოცხლის საშუალება 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი პოლიტიკკური მოღვაზე, პრემიერ-მინისტრი და მწერალი ბენჯამინ დიზრაელი ამტკიცებდა : ''შეიძლება მე ბევრი შეცდომა დავუშვა ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დავქორწინდები სიყვარულით''. იგი ასეც მოიქცა- ოცდათქცუთმეტ წლამდე უცოლო იყო, შემდეგ კი ცოლად შეირთო მდიდარი ქვრივი, რომლის თმაც გაეთეთრებინა ორმოცდაათ ზამთარს. იყო ეს სიყვარული? ო ! არა !.. მეი -ენმა იცოდა, რომ ბენჯამინს არ უყვარდა და ის, იცოდა , რომ ქორწინება ფულის გამო მოხდა.
მიუხედავად ამისა, რა პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დიზრაელის ქორწინება ბრწყინვალე შედეგიანი აღმოჩნდა. მდიდარი ქვრივი არ იყო ახალგაზდა, ლამაზი, არც გამორჩEული გონებისა. ლაპარაკისას სასაცილო შეცდომებს უშვებდა, რითაც იგრძნობდით, რომ მაინცდამაინც გათვითცნობიერებული არ იყო ლიტერატურასა და ისტორიაში, მაგრამ მას ჰქონდა ჩავმის არაჩვეულებრივი კულტურა, ამასთან, ნამდვილი გენია იყო მამაკაცთან მიმართების ხელოვნებაში. ის არასდროს ცდილობდა თავისი ინტერექტით დაპირისპირებოდა დიზრაელს. როც აქმარი შინ ბრუნდებოდა დაღლილ-დაქანცული, გონებაგამჭრიახ და ყველადრის მცოდნე ჰერცოგინიებთან საუბრით გათანგულს, მერეენის ხუმრობანარევი ლაყბობა საშუალებას აძლევდა მოშვებულიყო, აღედგინა სულიერი სიმშვიდე, მეუღლე მისი მეგობარი, მესაიდუმლე იყო. ოცდაათი წლის მანძილზე მერი-ენი ცხოვრობდა დიზაელისათვის და მხოლოდ მისთვის. ამისდა პასუხად, ქმარმა იგი თავის გმიარდ აქცია, რა მსუბუქ მოაზროვნებად არ მოჩვენოდა სხვებს, ქმარი არასდროს აკრიტიკებდა მას, მისი მისამართით არასდროს უთქვამს წყრომის სიტყვები. თუ ვინმე გბედავდა და სიყყვაგადაკრულით გაკილავდა ქალს, მყუს იცავდა მას. მერი-ენი ოჯაცურ წრეში ხშირად იმეორებდა : მისი სიხეთის მეოხებით ჩემი ცხოვრება დაუსრულებელ ბედნიერებად იქცა.
იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთOბა გვქონდეს, ხელი არ უნდა შევუშალოთ მათ იყვნენ ბედნიენი ისე, როგორც ეს მათ სურთ. 
თუ გინდათ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, ნუ შეეცდებით გადააკეთოთ თქვენი მეუღლე. 


3. კრიტიკა... და შედეგები 

ცოლ-ქმნის დავისა და ხშირად გაყრის ერთ-ერთი მიზეზია კრიტიკა, უნაყოფო , გულის დამამსხვრეველი კრიტიკა.
განქორწილების მიზეზების კვლების აღიარებულმა ამერიკლმა ავტორიტეტმა დორით სიკმა კითქვაზე, თუ რატომ მთავრდება ასე უიღბლოდ დიდი რომანტიკითა და გზნებით შეკრული კავშირი, უპასუხა : - ძალზე ხშირად უნაყოფო, გულის გამაწყალებელი კრიტიკის გამო.
ნუ აკრიტიკებთ.


4. სწრაფი საშუალება, რომ ყველა ბედნიერი იყოს 

აუცილებელია მამაკაცმა სათანადოდ დააფასოს ქალის მისწრაფება, კარგად გამოიყურებოდეს და მოდურად ეცვას. კაცებს ავიწყდებათ, თუ რა ძლიერად აინტერესბს ქალს ტანსაცმელი. როცა ცოლ-ქმარი ქუჩაში სხვვა წყვილს შეხვდება, ქალი თავდაპირველად იშვიათად შეხედავს მამაკაცს, მას აუცილებლად აინტერესებს, როგორია ჩაცმული მეორე ქალი.
98 წლის დედაბრერს აჩვენეს ახალგაზრდობაშ ი გადაღებული სურათი. მისმა სუსტმა მზერამ სურათზე ვერაფერი გაარჩია და იკითხა : მითხარით, როგორი კაბა მაცვია ? კაცი ვერ გაიხსენებს, რომელი კოსტუმი ან პერანგი ეცვა ცუთი წლის წინათ და არც სურვილი აქვს ამის გახსენიესა, მაგრამ ქალები განსხვავდებიან მამაკაცებისაგან და ეს უნდა გვახსოვდეს.
საფრანგეთის მაღალი წრის ჭაბუკებს ასწავლიან გამოხატონ აღტაცება ქალის ტანსაცმლით თუ ქუდით. განსაკუთრებით, თუ ისინი საღამოზე არიან, თანაც ერთხელ კი არა, რამდენჯერმე. ფრანგებს კი ასეთ საკითხში დაეჯერებათ.
მაღალი წრის ოჯახებში მიღებულია, რომ სადილის შემდეგ გამოიძახონ მზარეული და საჯაროდ უთხრან მადლობა გემრიელი კერძებისათვის. თქვენმა მეუღლემ რა დააშავა ? შემდეგში, როცა შემწვარი კარტოდილი გემრიელი გეჩვენოთ, უთხარით მას ამის შესახებ. იცოდეს ცოლმა, რომ თქვენ დააფასეეთ მისი შრომა. ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.
ერთმა სოფლელმა ქალმა სადილად მეუღლეს წინ თივის კონა დაუდო. როცა კაცმა ჰკითხა, ჭკუაზე ხომ არ შეიშალა, მან უპასუხა : საიდან ვიცოდი, რომ შაამჩნევდი ? ოცი წელია გკვებად და ამ ხნის მანძილზე არ მსმენია იმის შესახებ, თუ რას ჭამ.
ნუ შეგენიშნდებათ, უთხარით ცოლს, რომ იგი თQვენთვის ძალზე ძვირფასია. ქალმა რომ ქმართან ბედნიერება ჰპოვოს, საჭიროა ქმარი მუდმივად აგრძნობინებდეს ერთგულებასა და მადლიერებას.


5. ქალებისათვის ეს ისე ბევრს ნიშნავს. ..

უხსოვარი დროიდან ყვავილები ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ, რატომ უცდით, სანამ ხოლი საავადმყოფოში დაწვებოდეს , რომ ყურადღება გამოიჩინოთ ??? მანამ სხადეთ ასეთი რამ და გარწმუნებთ შედეგი სასწაულებრივი იქნება.
ქალები უზარმაზად მნიშვნელობას ანიჭებენ დაბადების დღეებსა და სხვა ღისშესანიშნავ თარიღებს. რატომ ? სამუდამოდ დარჩება ერთ0ერთ ქალურ საიდუმლოდ.
კაცმა შეიძლება ისე გაიროს ცხოვრება, არ დაიმახსოვროს ყველა თარიღი, მაგრამ აუცილებელია ორიმათგანი - ცოლის დაბადების დღე და მათი ქორწინების დღეები.
ცოლ-ქმრული ცხოვრების ტრაგედიის საფუძველია ყოველდღუყრი ცხოვრების წვრილმანები. ისეთი უბრალო მოქმედება, როგორიცაა დილით სამსახურში წასვლისას ქმნირსგან ცელის დაქნება, მრავალ განშორებას აგვარიიდებდა.
ძალზე ბევრი მამაკაცი ვერ აფასებს ყოველდღიური უირადღების წვრილმანებს.
სინამდვილეს ვერ გაექცევი - ქორწინება ეს, ბლოსდაბოლოს, საწყენი ეპიზოდების წყებაა და წყვილს, რომელსაც ამ სიყვებს ყურადღებას არ მიაქცევს, მწუხარება ელის.
'' ის კი არ დაწუხებს იმდენად, რომ სიყვარული მიდის, არამედ ის, რომ იგი სისულელეების გამო მიდის''- ერთი პოპულარული სიმღერის სიტყვებუა.
მაშ ასე : თუ გინდათ შეინარჩუნოთ მყუდრო ოჯახი, დაიცავით მეხუთე წესი: გამოამჟღავნეთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ. თავაზიანობა ოჯახური ცხოვრების სააფუძველია.