Wednesday, August 27, 2014


"თუ თქვენ დაიჭერთ ჩიტს , ნუ გააკეთებთ ისე რომ მას უნდოდეს გაფრენა და ვერ მიფრინავდეს , გააკეთეთ ისე რომ მას შეეძლოს გაფრენა მაგრამ არ მიფრინავდეს"


Cotton candy
როგორ ფიქრობ, რით განვსხვავდებით მე და შენ?
მე ჯანმრთელი, “ჩვეულებრივი” ადამიანი ვარ; ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი, ყურები, ცხვირი, ტუჩები. შენც ასე ხარ.
მე ვსწავლობ. ყოველ დილით ზოზინით ვიძღვიძებ, ჯაჯღანით ვთიშავ მაღვიძარას, ვჯდები ტრანსპორტში და უნივერსიტეტში მივდივარ. ვსწავლობ. შენც ალბათ ასე იქცევი.
იქნებ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ერთად ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვმგზავრობთ, ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთს.
მე ჩემი ინტერესები და ჰობი მაქვს. ფილმები  და წიგნები მიყვარს. შენც ხომ გაქვს შენი მიკროსამყარო!
მე ბიჭები მომწონს. შენც, თუმცა სულ არაა აუცილებელი, შენც გოგო იყო და ეს ნორმალურია. ჩვენ ხომ ორივეს გვაქვს სიყვარულის უნარი. დამიჯერე, მთავარი მხოლოდ ესაა!
დედამიწზე 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან. შენ ისევე, როგორც მე განსაკუთრებული ხარ საკუთარი სამყაროთი, მეგობრებით, ინტერესებით, ურთიერთობებით, ყველაფრით. თუ შენი გენდერული იდენტობა განსხვავდება საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპისაგან, მერე რა? შენ უფლება გაქვს, იცხოვრო თავისუფლად, ყოველგვარი ვალდებულებებისა და სტიგმის გარეშე. ნორმიდან გადახრა კი ყოველთვის ცუდი ნუ გგონია.
ერნესტო ჩეგევარა წერდა, რომ რევოლუცია პირველ რიგში ჩვენს გულებში უნდა მოხდეს. ყველას ჩვენი წილი სამყარო გვაბარია. არასდროს შეგეშინდეს და შეგრცხვეს იმის, თუ ვინ ხარ. შეცვალე სამყარო შენ გარშემო და და ის უკეთესი გახდება, თუ უფრო მეტნი იქნებით ადამიანები, რომლებიც მოვლენებს აღიქვამენ სწორად და პერსპექტივაში. ისეთები, რომლებიც სხვაში ჯერ მეგობარს და მეორე ადამიანს ხედავენ და მერე სქესს, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სტიგმას.
ვიცი, შენი ცხოვრება არ იქნება ადვილი. არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა საერთოდ არაფერზე; რომელიც ვერასდროს მიხვდება შენს განსაკუთრებულობას, ვერ ან არ დაინახავს შენში ადამიანს და ფერად სამყაროს, რადგანაც არ უნდა, თვალებთან მიტანილი ხელის მოცილება…
სტიგმებს ჩვენვე ვქმნით ჩვენი მოქმედებითა თუ უმოქმედობით. ჩვენი საუკუნე კი ნამდვილად არაა ის დრო და ადგილი, სადაც შენ უნდა იჩაგრებოდე სიყვარულისთვის. მე მინდა შენთან მეგობრობა. შენ?
- Charmaine Olivia

Wednesday, March 5, 2014

როცა ამბობ, რომ მთავარი ადამიანობაა და არა ფული; რომ ყველაფერს ვერ იყიდი; რომ ფული სინამდვილეში მეორეხარისხოვანია და ა.შ. – მართლა ასე ფიქრობ? თუ ეს უბრალოდ საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზების გადამღერებაა?

ექსპრომტად, უცებ წარმოიდგინე, როგორია შენი ოცნების სახლი?

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ერთ მეგობარს ჩემი პატარა და მყუდრო ოცნების სახლი დავუხატე და თან ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ფული მექნება. თუ არადა, საყვარელ ადამიანთან ერთად ოთხ კედელშიც შემიძლია ვიხოვრო, სადაც მხოლოდ აუცილებელი რაღაცეები იქნება მეთქი. ჩათვალა, რომ არარეალურად ვსაუბრობ, რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ახლა ვერ ვხვდები.

მისი ოცნების სახლი როგრია იცი? დიიიდი, ფეშენებელური, გარდერობის დიდი ოთახით და ა.შ. გულწრფელად გამეცინა, წარმოვიდგინე როგორ დარბის ამ უშველებელ სახლში, სადაც სამოსს, ფეხსაცმელს და პარფიუმერიას ცალ-ცალკე ოთახები აქვს გამოყოფილი, როგორ არჩევს დიდი რაოდენობით სახელობით სუნამოებს შორის ერთ კონკრეტულს, როგორ ტრიალებს დიდი სარკის წინ… კი, ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე დავფიქრდი… ეს ხომ ოცნებაა და აქ მაინც უნდა მისცე თავს ყველაფრის უფლება, იოცნებო თუნდაც არარეალურზე, მაგრამ სასურველზე.

მაგრამ… რა ვერ გავიგე იცი? რისთვის მჭირდება ყველაფერი ეს? სამოსი, პარფიუმერია, აქსესუარები ალბათ ყველა ქალს უყვარს, მაგრამ ეს მთავარია? ეს მომანიჭებს ბედნიერებას? რად მინდა იმხელა გარდერობი, რისთვის ან ვისთვის?

სიყვარული მატერიალურია? – ეს კითხვა გამიჩნდა მაშინ, როცა ამ საუბრის მერე მეგობარმა სხვათაშორის აღნიშნა, რომ მისთვის აუცილებელია სიმპათიის ობიექტთან ერთად ყოველ დღე სხვადასხვა კაფეს სტუმრობდეს, იღებდეს საჩუქრებს და ა.შ. იმის გამო, რომ კაფე წარმოადგენს მისთვის სასურველ გარემოს შეხვედრებისთვის, ბევრჯერ თვითონაც დაუპატიჟებია შეყვარებული. არა, ამაში კი არაა საგანგაშო არაფერი, უბრალოდ, ვერ ვიგებ რა ყრია იმ კაფეში ამისთანა, რომ მის გარეშე ვერ გაძლო? კაფე ჩემთვის კვების ობიექტია და არა გასართობი ადგილი. ნებისმიერ პარკში უკეთ გავატარებ დროს, ვიდრე კაფეში. მინიმუმ სუფთა ჰაერი იქნება და საერთოდაც, რა შუაშია სიყვარულთან სადღაც დაპატიჟებები? სულ ესაა სიყვარული?!

არ ვიცი, ალბათ მე ვიყურებ სხვაგვარად ამ ყველაფერს. სხვაა, როცა მივდივართ კაფეში იმიტომ, რომ ვთქვათ მეგრული ხაჭაპური არ მიჭამია არასდროს და უნდა გამასინჯოს. ეს პლიუსია. იმიტომ კიარა, რომ ამ ხაჭაპურის გარეშე მოვკვდები ან რამე. უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ იცის რაღაცეები, რომ ყურადღებიანია. ხო, ყურადღებაა ყველაზე მთავარი. ვიცოდე, მაგრძნობინოს, რომ ვუყვარვარ, რომ სულ ერთი არ ვარ მისთვის… სიყვარულის და ყურადღების გამოხატვა კიდე მინდვრის ყვავილითაც შეიძლება. უფრო მეტადაც კი, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ვარდებით. მეცოდინება, რომ ჩემთვის დაკრიფა ეს ყვავილები და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქარში გადახდილი ნებისმიერი თანხა. როცა მიყვარს, მთავარია მასთან ერთად ვიყო, ვისეირნო, ვიბოდიალო… რა დამრჩენია კაფეში?! არ აქვს მნიშვნელობა გაქვს ამისთვის ფინანსები თუ არა. საერთოდ რა შუაშია ფინანსები, რატომ ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ამაზე?!

მე ვამბობ, რომ არ მყვარებია და ასეცაა. მაგრამ თქვენ რა უფლებით მელაპარაკებით სიყვარულზე, გრძნობებზე, როცა ყველაფერს ფულს უკავშირებთ?!

იტყვიან, რომ ეს არარეალურია, რომ ასე ყოველთვის ვერ იქნება… იცი რა, საკუთარი თავის სხვებზე უკეთ მესმის და ვიცი რა შემიძლია და არა. თუ მიყვარს, ყველაფერი მატერიალური მნიშვნელობას კარგავს. ერთია ოღონდ – თუ მხოლოდ მე ვიფიქრებ ასე, არაფერი გამოვა. ხომ ვამბობ, ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, ალბათ არ არსებობს…

>რაც მაწუხებს…

–მაწუხებს ამდენი გაუნათლებელი რომ გვყავს, ქართული არ იციან და ინგლისურს ეპოტინებიან.
–მაწუხებს იმ ადამიანების ბედი, პურის ფულიც რომ არ აქვთ.
–მაწუხებს ამდენი უსაქმური და ზარმაცი ადამიანი სამსახურის უქონლობაზე რომ წუწუნებს.
–მაწუხებს მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები ჟურნალისტიკის სტუდენტების მისაბაძი ჟურნალისტები რომ არიან.
–მაწუხებს ნაგავს გზაზე ან ურნასთან და არა ურნაში რომ ყრიან.
–მაწუხებს გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობის საფრთხე.
–მაწუხებს თანდათან ვირტუალურ სამყაროში რომ ვიწყებთ ცხოვრებას და რეალურის აზრი და მნიშვნელობა არ გვესმის.
–მაწუხებს მატყუარა და ბოროტი ადამიანების არსებობა.
–მაწუხებს მთელი ქვეყანა მთავრობას და ახალ რეფორმებს რომ აგინებს, მიუხედავად იმისა კარგია თუ ცუდი. ”რადგან მთავრობისაა, ე.ი. ცუდია”-ს პრინციპი მაწუხებს.
–მაწუხებს თითქმის მთლი ქვეყანა ნარკოტიკულ საშუალებებს რომ იყნებს(არ აქვს მნიშვნელობა რა სახის), მართლა მაწუხებს.
–მაწუხებს ბავშვების ქორწინება ერთი ღამის გამო.
–მაწუხებს უამრავი ”უპატრონო” ბავშვი.
–მაწუხებს ქუჩზე გადასვლისას მძღოლებიც და ფეხით მოსიარულენიც წესებს ერთნაირად რომ არღვევენ.
–მაწუხებს ამის შედეგები.
–მაწუხებს ტყულის გარეშე ნაბიჯის გადაგმაც რომ არ შეუძლიათ.
–მაწუხებს, რომ ყველაზე ”მაგარი” ქართველი მწერალი გოჩა მანველიძე ჰგონიათ, უცხოელი კი კოელიო ან მარკესი საუკეთესო შემთხვევაში.
–მაწუხებს მიდგომა – ”ყველაფერი რუსული ბანძია!”, თან რომ არ იცნობ არაფერს, არც ენას, არც ლიტერატურას და ა.შ.
–მაწუხებს აფხაზეთის და ოსეთი პრობლემა.
–მაწუხებს მშობლები შვილებს ”ვირებად” რომ ზრდიან და ბოროტებას და მიმბაძველობას ასწავლიან.
–მაწუხებს გაბღენძილი ფულიანი ტომრები ჯიპებში.
–მაწუხებს ინტერნეტი მარტო ”ფეისბუქი” რომ ჰგონიათ.
–კიდევ ბევრი რამე მაწუხებს, ისიც, რომ ეს ყველაფერი საერთოდ მაწუხებს…

Clouds by elia-illustration


მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, შევძლებდი ნაბისმიერი ქალის სიმპათიის დამსახურება/მოპოვებას, სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია:

ვისწავლი ბევრს და აუცილებლად ვიქნებოდი ერუდირებული ;

არ შევიგინებოდი არც სხვის და მით უმეტეს არც საკუთარ დედაზე;

აუცილებლად წავიდოდი ჯარში;

”ბირჟაზე” არ დავაღამებდი და მთელი ცხოვრება მშობლების ხარჯზე არ ვიქნებოდი;

არასდროს გადავაფურთხებდი ქუჩაში კაი ბიჭობის დამტკიცების მიზნით;

არ ვიქნებოდი სიგარეტის სუნით აყროლებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით;

გარდა ფეხბურთისა, სხვა სფეროში აბსოლიტური ნული არ ვიქნებოდი;

არ გავიზრდიდი თმებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია;

მეყვარებოდა კითხვა;

მეყოლებოდა ისეთი მეგობრები, რომლებთანაც “ღვინო, დუდუკი, ქალები”-ს გარდა სხვა თემაზეც შემეძლებოდა საუბარი;

არასდროს ვუყურებდი სერიალებს;

არასდროს მივწერდი უცნობ ადამიანს “პრივეტ, შენი გაცნობა შეიძლება?”;

არასდროს გავითხრიშებოდი სასამელით და “აეეე”-ს ძახილით არ შევაწუხებდი სამყაროს;

მექნებოდა მოწესრიგებული ფრჩხილები;

არ მექნებოდა ტელეფონის და კომპიუტრის ეკრანზე მანქანა, იარაღები ან შიშველი ქალი;

არ დავუძახებდი ბიჭს “პიდარასტს” მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურად აცვია და ზოლებინია მაიკის, “შლაქსი” ჯინსის და წვეტიანი ტუფლების კომბინაციით არ დადის;

მექნებოდა როგორც მოსმენის, ასევე საუბრის უნარი;

არასდროს ვუღალატებდი ცოლს ან შეყვარებულს, თუ სხვა მომეწონებოდა, სიმართლის თქმის ვაჟკაცობაც მეყოფოდა;

არასდროს დავიმცირებდი ქალის წინაშე თავს და თუ არ მოვეწონებოდი, “პადიეზდთან” არ დავხვდებოდი აცრემლებული თვალებით. მისი გულის მოგებას უფრო ორიგინალურად შევეცდებოდი;

მეყოფოდა იმის ჭკუა, რომ ქუჩაში მიმავალ ყველა ქალს თვალი არ გავაყოლო და ათასი უბედურება არ მივაძახო მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზია და მომეწონა;

არ გავაყოლებდი სხვა გოგოს თვალს, როცა გვერდით შეყვარებული მიზის, რომელიც ათასჯერ უკეთესია სხვა თუ არაფერი;

ვიქნებოდი ყურადღებიანი;

მანდილოსნებს კარებში, ავტობუსში და ა.შ. ადგილს დავუთმობდი და თავზე არ გადავახტებოდი;

არ გამიტყდებოდა ისეთი “სენტიმენტალური რაღაცეები”, როგორიცაა საყვარელ ადამინზე “მიყვარხარ”-ს თქმა და ხანდახან ვარდის (თუნდაც გვირილის  ) ჩუქება;

არასდროს ვითამაშებდი სხვისი გრძნობებით;

შევძლებდი ნებისმიერი ქალის სიმპათიის მოპოვებას, თუნდაც იმიტომ, რომ მე რომ ვიქნებოდი, ისეთი ძალიან ცოტაა, უფროსწორად –არც არსებობს.

Illustrations by Gabriel Moreno posters and prints illustration
ჯერ მეგონა რომ მატერიალური რამეები არ მაინტერესებდა.

მერე მივხვდი რომ ”მატერიალური რამეები” საჭიროა და მეტნაკლებად მაინტერესებს.

ჯერ მეგონა ყველაფრის მოთმენა შემეძლო.

მერე მივხვდი რომ საზღვარი ყველაფერს აქვს, მოთმინებას მითუმეტეს და ჩემსას ზოგჯერ ძალიან მოკლეც.

მერე ისევ მეგონა რომ სამყაროში არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სული.

მერე მივხვდი რომ სულს თავისი ადგილი აქვს, ხორცს თავისი და არსებობს კიდევ მესამე, სულის
 ბიძაშვილი მაგრამ მაინც განსხვავებული “შინაგანი სამყარო”- იმასაც აქვს ადგილი.

მერე მეგონა მხოლოდ მაღალი მატერიები ფასობდა.

მერე მივხვდი რომ მაღალ მატერიებს, მაღალი ინტელექტის მქონე დამფასებელი ჭირდება.

სანამ მაგას მივხვდებოდი, მეგონა მე ვიყავი ასეთი და ეს მაღალ-მაღალი რამეები მახასიათებდა.

მერე მივხვდი რომ ყველაფერი ფარსია.

სამყარო სავსეა ჩვენივე მოგონილი წესებით, რომელიც ისევ ჩვენ მოვიფიქრეთ საკუთარი თავების შესაზღუდად.

დატო ტურაშვილი – “ჯინსების თაობა”


- არ მეშინია არაფრის,არც გაფრენის,არც სიკვდილის და

არც იმის რის თქმასაც აპირებ და ჯერ ვერ მეუბნები.

- რას გულისხმობ?

- იარაღი რომ მე უნდა შევიტანი თვითმფრინავში…. თინამ

წამოზრდილ მუცელზე დაიდო ზელი და სიყვარულით,
 ძალიან

ფრთხილად მოეფერა მომავალ შვილს.გეგა ძალიან 

დიდხანს იყო

ჩუმად და ბოლოს მაინც ჰკითხა თინას:

- მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?

- იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია

თუ ვიკითხავთ რა არის 21-ე საუკუნის პრობლემა, მაშინ: მშობელი გვეტყვის, რომ 
კომპიუტერი წარმოადგენს დაუძლეველ თავსატეხს, გამოცდილი და ასაკოვანი 
ადამიანი იტყვის – გლობალიზაციას, მოზარდი – გარემოს, მოძღვარი – სულიერებას, 
ისტორიკოსი – ისტორიის დავიწყებას, სულით ქართველი – ტრადიციების არ 
შენარჩუნებას… ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საუკუნე, რომელშიც 
ვცხოვრობ მე სავსეა პრობლემებით, რომლებიც ადრეც იყო, ახლა კი ზენიტს 
მიაღწია.ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით, არ
ის ზნეობის დაკარგვა. უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და დავინახავთ რომ ჩვენს 
ირგვლივ, ყველაფერი სწორედ ამაზე მეტყველებს.

დღეს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ცდილობენ გახდნენ ყველაზე 
პოპულარულები ოღონდ არა რამე კარგით და სასარგებლოთი, არამედ სკანდალებით, 
ამის გამო ჩადიან ათასგვარ უზნეობას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საზოგადოებას
 ეს მოწონს! ახალგაზრდებს თავი გააქვთ ერთმანეთის გაუტანლობით, შურით, 
სიძულვილით. თითქოს გაიცვითა, გაქრა, აღარ არსებობს ის სითბო და ისეთი 
ურთიერთობები როგორიც ადრე იყო. რემარკის არ იყოს: ” რა უნდა მისცეს ერ
თმა 
ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?” 

დიახ, თქვენ იტყვით, რომ ეს პრობლემა – ზნეობის დაცემა, ფასეულობების დაკარგვა 
ადრეც იყო, მაგრამ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც ეს არის, რომ 
ადამიანმა აქამდე ვერ შეძლო ამ ყველაფრის გამოსწორება, დაბრუნება, ადამიანობის 
შენარჩუნება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ არაფერია ისეთი რაც ადამიანებს 
უკეთესობისკენ მოაბრუნებს, ახალგაზრდებს ღვთის რწმენას დაუბრუნებს. ჩვენს 
ყოველდღურ ყოფაში შემოჭრას ცდილობს (თუმცა უკვე შემოიჭრა კიდეც თითქმის
 ბოლომდე!) ისეთი ცხოვრების წესი, რომლის გამოც არაერთგზის აღმოჩნდა 
კაცობრიობა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე. ეკლესია გვაფრთხილებს, რომ ამის 
დავიწყება 
არაფრით შეიძლება მათთვის, ვინც მომავალზე ფიქრობს !