Tuesday, February 18, 2014

   მივხვდი რომ არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს… არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება…რომ მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია…ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა…მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით…შური და ბოღმა ბრაზილიურ სერიალებში არ მოუგონიათ და რეალურადაც არსებობს…არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან…პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი დათმობა მაინც ღირს…ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია…საყვარელ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება…დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას ვერასდროს შევეგუები…ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას…ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში… რამდენიმე წელიწადში ბევრი რამე ვისწავლე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი… ეს ”მიხვედრილობები” კი დროა პრაქტიკულადაც გამოვიყენო…




ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …
პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი: …
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ)
სტუდენტი: სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ის, რაც ჩვენ სიცივედ მიგვაჩნია, სინამდვილეში არის სითბოს არარსებობა. ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ იმაზე, აქვს და გადასცემს თუ არა ის ენერგიას. აბსოლუტური ნული (–273°C) არის სითბოს სრული არარსებობა. მთელი მატერია ხდება ინერტული და არ შეუძლია რეაგირება ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმისთვის, რომ აღვწეროთ, რას ვგრძნობთ სითბოს არქონის დროს.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა).
სტუდენტი: პროფესორო, სიბნელე არსებობს?
პროფესორი: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე?!
სტუდენტი: თქვენ ისევ არ ხართ მართალი, სერ. სიბნელე აგრეთვე არ არსებობს. ის სინამდვილეში სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელე – ვერა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერებად და შევისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია შეიჭრეს სიბნელის სამყაროში და გაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა დონეზე ბნელია ესა თუ ის სივრცე? ამისთვის თქვენ ზომავთ ამ სივრცეში სინათლის ოდენობას. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ცნება, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება, როცა არ არსებობს სინათლე.
სტუდენტი: სერ, ბოროტება არსებობს?
პროფესორი: რა თქმა უნდა. ჩვენ მას ყოველ დღე ვხედავთ. ადამიანებს შორის სისასტიკე, უამრავი დანაშაული და ძალადობა მთელს მსოფლიოში, განა ეს მაგალითები ბოროტების გამოვლენა არ არის?
სტუდენტი: არა, სერ, ბოროტება არ არსებობს. ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი. ეს არის მსგავსად სიცივისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სინათლე…

ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა.


inspiration-illustration-02

ადვილი არ იქნება–მეთქი, რომ გითხარი. ცხოვრება რთულიაო მიპასუხე და მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო.. დრო იყო სერიოზულად დავფიქრებულიყავი ცხოვრებაზე. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება უნდაა და არა მინდა.. რადგან ხშირად ყველაფერი ისე ხდება, როგორც ცხოვრებას უნდა და.. ცხოვრება იშვიათად ან თითქმისარასდროს ითვალისწინებს იმას, რაც მე მინდა. სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. ან მე არ ვცდილობ. ერთი. ორი. სამი.. სამი. ორი. ერთი. ადამიანები მიდიან და მოდიან. მიდიან და მოდიან. ცოტა რჩება, უმრავლესობა მიდის. მიდიან და მიდიან. მიდიან და მიდიან..

მეწერება და ვწერ. ვწერ საკუთარი თავისთვის. და რასაც ვწერ ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ვფიქრობ. და, რასაც ვფიქრობ იმას ზუსტად ასახავს ის, რასაც ვწერ. ყოველი სიტყვა გულიდან მოდის. რადგან გულით უფრო ვგრძნობ, ვიდრე გონებით. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა, რომ ასე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ თავის მოსაწონად ვწერ ყველაფერ ამას.. მაგრამ იცით რაა ?? საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი.. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები და არც ვეცდები, რომ ვიყო. ; ))
ქრონიკული უხასიათობა. შავ–თეთრი სათვალე, რომლის მოხსნაც დიდი ხანია რაც მინდოდა, მაგრამ ძალები არ მყოფნიდა ხელების ასაწევად. სიტყვები” იქნებ, ვთქვათ, ვითომ, უცებ რომ.. ხელის კვრა მჭირდებოდა, რომ ყველაფერი გამეანალიზებინა.. რომ მივმხვარიყავი, ამით არ მთავრდება ყველაფერი.. რომ ადამიანები მართლაც მიდიან და მიდიან.. რჩება ის, ვისაც ესმის და უყვარხარ.. უბრალოდ.. არ არსებობს მოვლენა, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი მხარე აქვს..
შიგნიდან სიცარიელე ხმაურობს. სიცარიელე და სიჩუმე. დროა სიჩუმის მოსმენა ვისწავლო და სიცარიელესთანაც გამოვნახო საერთო ენა. რა ვიცი, იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.. იქნებ, ასეთი საშინელი ზიზღიც მოვიშორო, მათ მიმართ რომ ვგრძნობ.
იყო და არა იყო რა.. ოო, რამდენს ვბოდიალობ.. მაგრამ.. მინდა ტვინიდან სიტყვები გა–მო–ვა–ძე–ვო !!! ვწერ და საკუთარ ჭიას ვახარებ. ჰოო, იყო და არა იყო რა.. მართლა.. რაც იყო, არა იყო რა.. ნეტავ შენ თუ გესმის? : )) არა, არა.. შენც არ გესმის.. აღარ გესმის.. ვეღარ გესმის.. არ გინდა, რომ გაიგო. იყო და არა იყო რა.. ის, რომ  ცხოვრება ზღაპარი არ არის და კეთილი ფერიაც არ მაჩუქებს ფრთებს აქედან, რომ გავფრინდე.. უბრალოდ, ზღაპარი, მართლა ზღაპარია და ცხოვრებას კიდევ, საკმაოდ გასაგები სახელი ჰქვია.. ნუ, ვისაც უნდა გაიგებს და ვისაც არ უნდა.. ვისაც არ უნდა იმასაც მოუწევს ოდესმე, რომ გაიგოს..
ჰეეჰეეჰეე..  უსაქმურობისგან გადაიღალე.. წადი, წადი დაენახე მზეს.
***
წავედი.

იმდენად მივეჩვიეთ მოწყენილობას და პესიმიზმს, რომ ღიმილიც კი გვავიწყდება ხშირად. არა, კი არ გვავიწყდება, ვიღიმით, მაგრამ არა გულით, არა სულით, არამედ ინსტინქტურად. მექანიკურად. და ასეთ ღიმილს თვალებიც ვერ გრძნობენ. უგულო ღიმილია რაა, გამყინავი და არაფრისმთქმელი. უფრო მეტიც, გულსაც კი გტკენს ხშირად ეს უგულობა და უღიმილობა, რომელიც ჰაერივით გჭირდება. გჭირდება რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. უბრალოდ იმისთვის, რომ დაინახო, სადღაც, ახლოს, აქვე არსებობს ვიღაც, ვისაც უყვარხარ. შეიძლება ისე არა, როგორც შენ გსურს, მაგრამ მაინც..

დილით გაღვიძებული, იმ იმედით გავდივარ სახლიდან, რომ უკან ღიმილებით სავსე სულით დავბრუნდები. სხეული თოვლის პაპასავით მოიკიდებს ღიმილიანი სახეებით პირთამდე სავსე სულს და ასე, გაღიმილიანებული, გადავალ სასიზმრეთში. თოვს. ვერ ხედავთ, მაგრამ თოვს. ჩემში, თქვენში, ჩვენში. თოვს, რადგან ზამთრის წესია ასეთი. ცხოვრებას კი წესების დარღვევა არ უყვარს, ხომ იცით.. 

დედა გულში იკრავს პატარა გოგონას, რომელსაც სიცივემ ცხვირი გაუწითლა, და ასე ცდილობს მის დაცვას ზამთრის სუსხისგან. ბავშვის კისკისით ივსება ქუჩა.

შეყვარებული ბიჭი ხელებს უთბობს შეყვარებულ გოგოს. გოგო თავდახრილი დგას და ვერ ხედავს.. ვერ ხედავს, მაგრამ იცის, რომ ბიჭს თბილი, სიყვარულისფერი ღიმილი უფარავს სახეს.
ყურებში მუსიკაჩაღვრილი გოგონა მიაპობს ცივ ქუჩას. უმიზეზოდ ეღიმება. ხედავს გზის პირას მდგარ მოხუცს, რომელიც ცდილობს გადაჭრას ქუჩა, მაგრამ შიში და მანქანები ხელს უშლიან. გოგონას ახსენდება მოხუცი ბებო, რომელიც ახლა ალბათ ბუხრის წინ ზის და თბილ წინდებს უქსოვს საყვარელ შვილიშვილს. ეღიმილება. მიდის მოხუცთან, მოხუცი მკლავზე ეყრდნობა მას  და ასე სვენებ–სვენებით, გაღიმილიანებულები გადადიან ქუჩის მეორე მხარეს.
მერე, გვერდით რომ ჩავუარე, გავიგონე, როგორ ლოცავდა მოხუცი გოგონას და.. მეც გამეღიმა. გარეთ ციოდა. ციოდა ძალიან, მაგრამ ვიღაცის მზრუნველ ხელს ჩემს სულშიც დაენთო ბუხარი. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით და.. ვღიმილიანობდი მეც.


გავიძახით, ცხოვრება რთულიაო და იმაზე არც კი ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ ვართულებდეთ ყველაფერს. გავიძახით, ცხოვრება ნაცრისფერიაო და იმაზე არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ცხოვრების მხატვარს საღებავები გაუთავდა და ჩვენი ღიმილი სჭირდება ცხოვრების ხელახლა გასაფერადებლად. მესმის, რომ რთულია დღეს ყველაფერს მარტივად შეხედო, მაგრამ იმას მაინც ნუ დავივიწყებთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. რომ სიცოცხლე ასე, ბანალურად, მშვენიერია და, რომ ვიღაცას, თუნდაც ერთ ადამიანს, ჰაერივით სჭირდება ჩვენი ღიმილი.
ჰოდა, გაიღიმეთ რაა.. გაუღიმეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდათ არის, როგორც გგონიათ


Art-bampw-draw-drawing-girl-favim.com-289191_large

რაღაც.


იცვლებიან ან მე მეჩვენება რომ იცვლებიან. ცივდებიან. უფერულდებიან. და მერე მიდიან. ვუყურებ რომ მიდიან და ვერაფერს ვაკეთებ. მიდიან. ქრებიან. იკარგებიან. და დიდ შავ ღრმულს ტოვებენ გულში. სამახსოვროდ.

ყველაფერი იბურდება. ერთმანეთში გადადის და იხლართება. ერთგან დაალაგებ სიტუაციას და მეორეგან ირევა. ყველაფერი ისე ხდება, როგორც არ უნდა ხდებოდეს და არაფერი ხდება ისე, როგორც აუცილებელია რომ მოხდეს. ყოველდღიურად რაღაცას ან ვიღაცას კარგავ და, საგიჟიდან გამოქცეულივით, მაინც ყურებამდე პირჩახეული დადიხარ (თუმცა ყველა გიჟი არ არის სიცილის ხასიათზე). როგორი მაგარი მოთამაშეც არ უნდა იყო, ვერც ტკივილებს დაემალები სადმე და, მით უმეტეს, ვერც ცხოვრებას. ბოლოს მაინც მოგაგნებენ და ასმაგად გაზღვევინებენ გაქცევისთვის. დამალვისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ შეგეშინდა. შეგეშინდა განა თუ სხვისი, არამედ საკუთარი თავის.

საკინძეჩახსნილი ცა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით მომღიმარი მზე და ადამიანებით დავირუსებული დედამიწა. უსიცოცხლო სიცოცხლე და სიყვარულზე შეყვარებული სიკვდილი. არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერი არაფერში. არაფერზე ფიქრი. არაფერზე ოცნება. არაფრის მონატრება. არაფრის სიყვარული. არაფერშიც არაფერი. ხმაურიანი სიჩუმე და ჩუმი აყალმაყალი. მრავალფეროვანი ერთფეროვნება. და მრავლწერტილები. ან უბრალოდ წერტილი.
***
ოთახში შესულმა სიბნელე აანთო. სახიდან ზიზღით მოიშორა ძლიერი ადამიანის ნიღაბი და სითბოსფერი უბრალოება ჩაიცვა. ღია ფანჯრიდან ფერადი კენჭებით მოფენილი ცა დაინახა და სახეზე ღიმილის სუნი აუვიდა. ღრმად შეისუნთქა ღამის გრილი ჰაერი. ერთმანეთს ჩახუტებული მზე და მთვარე წარმოიდგინა და იწამა, რომ ოცნებები ხდება. ოცნებები. ცნებები. ნებები. ბები. ები. ბი. ი.. ხდება რა. ყოველთვის არარსებულს ეპოტინებოდა. ყოველთვის არარეალურზე ფიქრობდა და ოცნებობდა. თუმცა ის ყოველთვისახლაც გრძელდება. არც მთლად ბავშვია და არც მთლად დიდი. სადღაც, გარდამავალ საფეხურზეა გაყინული და ვერც წინ მიდის და ვერც უკან. მიწისფერი თვალებით უყურებს ცხოვრებას და გრძნობს. არ იცის რას..


ნორმალურები, მოსაწყენები არიან .. (9)


თუ გსურთ დაიპყროთ კაცის გული, არასდროს არ მოაბეზროთ მას თავი, არ შეაწუხოთ არ დაღალოთ, აცადეთ რომ მოენატროთ, და მიეცით საშუალება თქვენზე იფიქროს, სწორედ ამ ფიქრშია მონატრება და ფანტაზია რომელიც კაცს მოსწონს და იზიდავს.
არასდროს არ აგრძნობინოთ კაცს რომ მორჩა მან დაგიპყროთ და მისი ხართ ბოლომდე, კაცი მონადირეა და არასდროს არ ნადირობს უკვე მონადირებულ ნადავლზე. კაცს უყვარს როცა ნადავლს მისდევს. ძნელად მოსაპოვებელი ყველაფერი გაცილებით უფრო ტკბილია ვიდრე ადვილად ხელში ჩასაგდები. ♥