Wednesday, March 5, 2014

თუ ვიკითხავთ რა არის 21-ე საუკუნის პრობლემა, მაშინ: მშობელი გვეტყვის, რომ 
კომპიუტერი წარმოადგენს დაუძლეველ თავსატეხს, გამოცდილი და ასაკოვანი 
ადამიანი იტყვის – გლობალიზაციას, მოზარდი – გარემოს, მოძღვარი – სულიერებას, 
ისტორიკოსი – ისტორიის დავიწყებას, სულით ქართველი – ტრადიციების არ 
შენარჩუნებას… ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საუკუნე, რომელშიც 
ვცხოვრობ მე სავსეა პრობლემებით, რომლებიც ადრეც იყო, ახლა კი ზენიტს 
მიაღწია.ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით, არ
ის ზნეობის დაკარგვა. უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და დავინახავთ რომ ჩვენს 
ირგვლივ, ყველაფერი სწორედ ამაზე მეტყველებს.

დღეს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ცდილობენ გახდნენ ყველაზე 
პოპულარულები ოღონდ არა რამე კარგით და სასარგებლოთი, არამედ სკანდალებით, 
ამის გამო ჩადიან ათასგვარ უზნეობას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საზოგადოებას
 ეს მოწონს! ახალგაზრდებს თავი გააქვთ ერთმანეთის გაუტანლობით, შურით, 
სიძულვილით. თითქოს გაიცვითა, გაქრა, აღარ არსებობს ის სითბო და ისეთი 
ურთიერთობები როგორიც ადრე იყო. რემარკის არ იყოს: ” რა უნდა მისცეს ერ
თმა 
ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?” 

დიახ, თქვენ იტყვით, რომ ეს პრობლემა – ზნეობის დაცემა, ფასეულობების დაკარგვა 
ადრეც იყო, მაგრამ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც ეს არის, რომ 
ადამიანმა აქამდე ვერ შეძლო ამ ყველაფრის გამოსწორება, დაბრუნება, ადამიანობის 
შენარჩუნება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ არაფერია ისეთი რაც ადამიანებს 
უკეთესობისკენ მოაბრუნებს, ახალგაზრდებს ღვთის რწმენას დაუბრუნებს. ჩვენს 
ყოველდღურ ყოფაში შემოჭრას ცდილობს (თუმცა უკვე შემოიჭრა კიდეც თითქმის
 ბოლომდე!) ისეთი ცხოვრების წესი, რომლის გამოც არაერთგზის აღმოჩნდა 
კაცობრიობა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე. ეკლესია გვაფრთხილებს, რომ ამის 
დავიწყება 
არაფრით შეიძლება მათთვის, ვინც მომავალზე ფიქრობს !

No comments:

Post a Comment