Wednesday, March 5, 2014

ჯერ მეგონა რომ მატერიალური რამეები არ მაინტერესებდა.

მერე მივხვდი რომ ”მატერიალური რამეები” საჭიროა და მეტნაკლებად მაინტერესებს.

ჯერ მეგონა ყველაფრის მოთმენა შემეძლო.

მერე მივხვდი რომ საზღვარი ყველაფერს აქვს, მოთმინებას მითუმეტეს და ჩემსას ზოგჯერ ძალიან მოკლეც.

მერე ისევ მეგონა რომ სამყაროში არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სული.

მერე მივხვდი რომ სულს თავისი ადგილი აქვს, ხორცს თავისი და არსებობს კიდევ მესამე, სულის
 ბიძაშვილი მაგრამ მაინც განსხვავებული “შინაგანი სამყარო”- იმასაც აქვს ადგილი.

მერე მეგონა მხოლოდ მაღალი მატერიები ფასობდა.

მერე მივხვდი რომ მაღალ მატერიებს, მაღალი ინტელექტის მქონე დამფასებელი ჭირდება.

სანამ მაგას მივხვდებოდი, მეგონა მე ვიყავი ასეთი და ეს მაღალ-მაღალი რამეები მახასიათებდა.

მერე მივხვდი რომ ყველაფერი ფარსია.

სამყარო სავსეა ჩვენივე მოგონილი წესებით, რომელიც ისევ ჩვენ მოვიფიქრეთ საკუთარი თავების შესაზღუდად.

No comments:

Post a Comment