Wednesday, March 5, 2014


ხშირად მიფიქრია სად ვიგრძნობიდ თავს უკეთ,მაგრამ დღემდე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს,მხოლოდ ერთი ვიცი.. ადგილი,სადაც მინდა ვცხოვრობდე მშვიდი,მზიანი.. ოკეანესთან,ზღვასთან ან თუნდაც ტბასთან ახლოს უნდა იყოს.. მინდა სანაპიროზე მაშინ შემეძლოს გასვლა,როცა მომინდება და ტალღების ხმაურში მშვიდად მეძინოს.. სახლი,აუცილებლად მაღალ ადგილას მექნებოდა ან მთაზე ან გორაზე.. მინდა კარგად ვხედავდე ზღვის უსაზღვრო სივრეცეს და ვფიქრობდე არაფერზე.. დილით ვიღვიძებდე დადებითი განწყობით,მაშინ როცა თავად გამეღვიძებოდა და არა გარემოს ზემოქმედებით ან ხმაურით.. ვიცი არავინ შემიშლიდა კითხვაში ხელს,არ მომიწევდა მეკითხა ბევრი ჩემთვის არასაინტერესო საგანი..მინდა დამეწერა,მაგრამ ის რაც გულს ენდომებოდა და არა ის რასაც ახლა ყოველ დღე ვწერ.. დავმტკბარიყავი მხოლოდ იმის ცქერით,თუ როგორ იხრის მზე მთვარის წინაშე ქედს და ადგილს უთმობს.. როგორ ივსებე ცა ნელ-ნელა ვარსკვლავებით და როგორ ებრძვის ღამე განთიადს.. მაგრამ დილით ისევ მზის დროა და მეც ალბათ არასდროს დამღლიდა მათი პაექრობა.არ მსურს არც ერთი ადამიანი ჩემს ირგვლივ,არავინ გარდა საკუთარი თავისა.. და ფიქრებისა..

No comments:

Post a Comment