Wednesday, August 27, 2014


"თუ თქვენ დაიჭერთ ჩიტს , ნუ გააკეთებთ ისე რომ მას უნდოდეს გაფრენა და ვერ მიფრინავდეს , გააკეთეთ ისე რომ მას შეეძლოს გაფრენა მაგრამ არ მიფრინავდეს"


Cotton candy
როგორ ფიქრობ, რით განვსხვავდებით მე და შენ?
მე ჯანმრთელი, “ჩვეულებრივი” ადამიანი ვარ; ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი, ყურები, ცხვირი, ტუჩები. შენც ასე ხარ.
მე ვსწავლობ. ყოველ დილით ზოზინით ვიძღვიძებ, ჯაჯღანით ვთიშავ მაღვიძარას, ვჯდები ტრანსპორტში და უნივერსიტეტში მივდივარ. ვსწავლობ. შენც ალბათ ასე იქცევი.
იქნებ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ერთად ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვმგზავრობთ, ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთს.
მე ჩემი ინტერესები და ჰობი მაქვს. ფილმები  და წიგნები მიყვარს. შენც ხომ გაქვს შენი მიკროსამყარო!
მე ბიჭები მომწონს. შენც, თუმცა სულ არაა აუცილებელი, შენც გოგო იყო და ეს ნორმალურია. ჩვენ ხომ ორივეს გვაქვს სიყვარულის უნარი. დამიჯერე, მთავარი მხოლოდ ესაა!
დედამიწზე 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან. შენ ისევე, როგორც მე განსაკუთრებული ხარ საკუთარი სამყაროთი, მეგობრებით, ინტერესებით, ურთიერთობებით, ყველაფრით. თუ შენი გენდერული იდენტობა განსხვავდება საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპისაგან, მერე რა? შენ უფლება გაქვს, იცხოვრო თავისუფლად, ყოველგვარი ვალდებულებებისა და სტიგმის გარეშე. ნორმიდან გადახრა კი ყოველთვის ცუდი ნუ გგონია.
ერნესტო ჩეგევარა წერდა, რომ რევოლუცია პირველ რიგში ჩვენს გულებში უნდა მოხდეს. ყველას ჩვენი წილი სამყარო გვაბარია. არასდროს შეგეშინდეს და შეგრცხვეს იმის, თუ ვინ ხარ. შეცვალე სამყარო შენ გარშემო და და ის უკეთესი გახდება, თუ უფრო მეტნი იქნებით ადამიანები, რომლებიც მოვლენებს აღიქვამენ სწორად და პერსპექტივაში. ისეთები, რომლებიც სხვაში ჯერ მეგობარს და მეორე ადამიანს ხედავენ და მერე სქესს, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სტიგმას.
ვიცი, შენი ცხოვრება არ იქნება ადვილი. არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა საერთოდ არაფერზე; რომელიც ვერასდროს მიხვდება შენს განსაკუთრებულობას, ვერ ან არ დაინახავს შენში ადამიანს და ფერად სამყაროს, რადგანაც არ უნდა, თვალებთან მიტანილი ხელის მოცილება…
სტიგმებს ჩვენვე ვქმნით ჩვენი მოქმედებითა თუ უმოქმედობით. ჩვენი საუკუნე კი ნამდვილად არაა ის დრო და ადგილი, სადაც შენ უნდა იჩაგრებოდე სიყვარულისთვის. მე მინდა შენთან მეგობრობა. შენ?
- Charmaine Olivia