Friday, July 15, 2016



შენ გიხარია, რომ თანდათან ემსგავსები იმათ, რომელთანაირიც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.

დაღლილი ბრუნდები სახლში და თვალს ავლებ განვლილ დღეს, ყველამ ნახა შენი 
ახალი ჩანთა, განსხვავებული მაკიაჟიც შეგიფასეს, ბოლო თაობის მობილურით აღფრთოვანდნენ, შენც ხომ ეს გინდოდა? ამას არ ელტვოდი? მაგრამ არ გრძნობ სიხარულს, ეს ემოციები მეტისმეტად ზედაპირულია, მაგრამ ტვინში გამჯდარი სტერეოტიპები კვლავ გიშლიან ხელს თავისუფლად ცხოვრებაში.

!! გაიხადე ეგ საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულში ხელს გიშლის, მოიშორე მოჭერილი ტანსაცმელი და წადი, ირბინე შემოდგომით სავსე ქუჩებში, იყვირე, აიღე
ძირს დაყრილი ფოთლები და აისროლე ჰაერში, უთხარი შენ ვითომ მეგობარ ,,ძერსკ გოგჩოებსრომ გეზიზღება მათი ყალბი ცხოვრება, მლიქვნელობა, გაუთავაბელი
ლაპარაკი ტანსაცმელზე და ბიჭებზე. უთხარი ლექტორს, რომ არასდროს ისწავლი იმ სისულელეს, რითაც ის ცდილობს, რომ თავი გამოგიტენოს და პროგრესულად 
აზროვნების უნარი ჩაგიკლას.

იცი, რა ლამაზია წვიმიანი ქალაქი? გადი, დასველდი წვიმაში! ან ქარიანი როგორია?
გადი, გაიშალე თმა და მიეცი საშუალება ქარს დაუაროს მის თოთოეულ ღერს.

დაამსხვრიე სტერეოპტიპები, ერთი ხელის მოსმით მოიშორე ისინი თავიდან. ნამდვილი ცხობრება ტანსაცმელი და სხვების დასანახად პაემნებზე სიარული არ არის, ცხოვრება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, ღრმა და ლამაზია, ვიდრე შენ გგონია.

მთავარია, შეძლო სტერეოტიპების დამსხვრევა, მთავარია, იყო ის, რაც ხარ და არა ხელოვნურად შეთითხნილი თოჯინა, ყველაფერი კარგად იქნება!

No comments:

Post a Comment